ახალი ამბები

გენპროკურორი პატიმრების შიმშილობის აქციას გარკვეული ძალების მიერ მართულს უწოდებს

(თბილისი, 5 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს გენერალური პროკურორი ნუგზარ გაბრიჩიძე ციხეებში პატიმრების მიერ დაწყებულ შიმშილობას გარკვეულ ძალებისგან მართებულს უწოდებს და აცხადებს, რომ დროზე ადრე არცერთი პატიმრის არ გათავისუფლდება.

მისი ინფორმაციით, გამორიცხული არ არის, რომ ეს იმართებოდეს ციხეში მყოფი ე.წ. “კანონიერი ქურდებისგან”.

საქართველოში არსებული 15 ციხიდან 11-ში მიმდინარეობს პატიმართა შიმშილობის აქცია. მათი მოთხოვნაა დამოუკიდებელი კომისიის შექმნა და მათ მიერ პატიმრების საქმის გადახედვა. 

გაბრჩიძის განცხადებით, უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის მოშიმშილე პატიმრების საკითხს.

მსგავსი/Related

Back to top button