ახალი ამბები

გალის რაიონის ქართული მოსახლეობა უსაფრთხოებას მოითხოვს

(თბილისი, 6 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – გალის რაიონში მოსახლეობა შეშფოთებულია და უსაფრთხოების ზომების მიღებას მოითხოვს, – განუცხადა ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ს გალის რაიონის უშიშროების სამსახურის (დევნილი) უფროსმა ბადრი დგებუაძემ.

მისი თქმით, მოსახლეობა შეშინებულია და აფხაზების მხრიდან სადამსჯელო ღონისძიებების მოლოდინშია. სიტუაცია ორი დღის წინ გალის რაიონში სოფლების თაგილონისა და ჭუბურხინჯის საზღვარზე დაუდგენელი პირებს შორის მოხდარი შეტაკების შემდეგ დაიძაბა, რის შედეგადაც გარდაიცვალა აფხაზური საბაჟოს უფროსი რუსლან ხაშბა.

აფხაზური ძალოვანი სტრუქტურები მომხდარს ქართველ პარტიზანებს უკავშირებენ და დივერსიულ აქტს უწოდებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button