ახალი ამბები

ქართველმა მესაზღვრეებმა ხე-ტყის უკანონო ექსპორტისთვის თურქული გემი დააკავეს

(თბილისი, 15 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – 14 მაისს ქართველმა მესაზღვრეებმა თურქული გემი დააკავეს, რომელსაც აფხაზეთიდან თურქეთში ხე-ტყე გადაჰქონდა.

როგორც საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება თურქული გემის, სელიმ I-ის მფლობელებს ხე-ტყის უკანონო ექსპორტისთვის და საქართველოს ტერიტორიული წყლების დარღვევისთვის 200.000 ლარიანი ჯარიმა ემუქრებათ.

შარშან ნოემბერში ქართველმა მესაზღვრეებმა აფხაზეთში უკანონო თევზჭერისთვის დააკავეს თურქული გემი შექერ ბაბა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button