ახალი ამბები

სამოქალაქო ორგანიზაციები საკანონმდებლო საქმიანობას ადევნებენ თვალყურს

სამოქალაქო ორგანიზაციათა ახლადშექმნილი ჯგუფი მონიტორინგს ახორციელებს ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ეხება. ინიციატივა ჯგუფის შექმნის თაობაზე უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა საკანონმდებლო ინიციატივებმა გამოიწვია, რომლებიც ან პირდაპირ ზღუდავდნენ სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას ან მარეგულირებელი ჩარჩოების ძირეულ ცვლილებებს იწვევენ.

ჯგუფი შვიდ სამოქალაქო ორგანიზაციას აერთიანებს: საქართველოს ბიზნეს-სამართლის ცენტრი; მშვიდობის, დემოკრატიისა და გაკვითარების კავკასიის ინსტიტუტი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია; საზოგადოებრივი განვითარების ინსტიტუტი; ასოციაცია “ტავისუფალი პრესა” და საქართველოს გაეროს ასოციაცია.

ორგანიზაციათა წარმომადგენლების განცხადებით, ისინი უკვე ახორციელებენ მონიტორინგის კონკრეტულ ინიციატივებს, თუმცა მზარდი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებმაც შესაძელოა სამოქალაქო სექტორის ინტერესები და აქტივობა შეაფერხოს, დიდ ყურადღებას მოითხოვს.

ჯგუფი აპირებს თვალყური ადევნოს საკნონმდებლო ინიციატივებს ან საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებსაც ახორციელებენ სახელმლმწიფო ორგანოები ან პოილიტიკური პარტიები. ჯგუფის მიზანია ასევე გადაწყვეტილების მიმღებებთან კონსტრუქციულ მოლაპარაკებებზე წასვლა, მათ საკნონმდებლო ინიციატივებში გარკვეული ცვლილებების შესატანად, რათა უზრუნველყონ არსებული მარეგულირებელი სისტემების მოქმედება, როგორც მინიმუმი, და გრძელვადიან პერსპქტივაში გაამარტივონ და გააუმჯობესონ სამოქალაქო საზოგადოების რეგულირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა.

ჯგუფმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწია უკვე, კერძოდ, კანონპროექტში სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ აღდგენილია ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც გრანტები თავისუფლდება ამგვარი სავალდებულო დაზღვევისაგან. საქართველოს ბიზნეს-სამართლის ცენტრის ხელმძღვანელის ვაჟა სალამაძის (მონიტორინგის ჯგუფის წევრი) განცხადებით, მათი ორგანიზაცია თვალყურს მიადევნებს კანონპროექტს, რომ ეს დანართი “არ დაიკარგოს სადმე”.

მონიტორინგს ჯგუფის წევრები ხელს მოაწერენ მემორანდუმს, სადაც აისახება ჯგუფის მიზნები და ამოცანები. მემორანდუმი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის გავრცელდება.

მონიტორინგის ჯგუფისათვის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია კანონპროექტი “სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ” და ახალი საგადასახადო კოდექსი. თუმცა უშიშროების სამინისტროს კანონპროექტი ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ ასევე იმსახურებს ჯგუფის ყურადღებას.

სამოქალაქო ორგანიზაციათა წარმომადგენლების განცხადებით აღნიშნული კანონპროექტი კვლავ შეიცავს დებულებებს რომლებიც შეიძლება ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება გახდეს ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის ან აკრძალვის საფუძველი. (“უშიშროების სამინისტრო კომპრომისზე არ მიდის”)

მონიტორინგის ჯგუფმა შეიმუშავა მთელი რიგი შენიშვნები და შესწორებები ახალ სადადასახადო კოდექსთან მიმართებაში, რომლებიც პროექტის ავტორთ გადაეცა. ამავე დროს, ჯგუფის წევრები დაუკავშირდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს სამოქალაქო ორგანიზაციების დაბეგვრის ალტერნატიული მექანიზმის შემუშავების მიზნით.

ჯული გიორგაძე

Back to top button