
საქართველოს მომავალი თანამშრომლობა “გაზპრომთან” პოლიტიკურ წინააღმდეგობას აწყდება
28 მაისს თბილისში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისა და “გაზპრომ”-ის გამგეობის თავმჯდომარის ალექსეი მილერის შეხვერდაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება გაზის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე უკვე მომდევნო თვეში. ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოსთვის რუსეთიდან გაზის მიწოდებას და საქართველოს შიდა ბაზარზე გაზის რეალიზაციის ერთობლივ პროექტებს, ასევე თანამშრომლობას გაზის ტრანსპორტირების სფეროში. საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაცია და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო დადებითად აფასებენ ამ პერსპექტივას. “კომპანია ჩვენ გაზის მოწოდების გრძელვადიან თანამშრომლობას გვთავაზობს. . . . აქედან გამომდინარე საქართველოთვის ასეთი თანამშრომლობა მომგებიანი იქნება”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ასათიანმა. შეთანხმების მიღწევას წინ უძღოდა სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძისა და საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის გენერალური დირექტორის ალექსი გოცირიძის შეხვედრები “გაზპრომის’ ხელმძრვანელობასთან აპრილსა და მაისში. საქართველოს გავლით გაზის ტრანსპორტირების საკითხი საერთაშიროსო ყურადღების ცენტრშია. ნინო ასათიანმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ შეთანხმება ითვალისწინებს ორი გაზსადენის რეაბილიტაციას. ერთ-ერთი მათგანი გადის რუსეთიდან აჭარისკენ და მიზნად ისახავს გაზმომარაგების გაზრდას რუსეთიდან თურქეთში., ხოლო მეორე გაზსადენი მდებარეობს რუსეთ-სომხეთის მიმართულებით. რუსული წყაროების მიხედვით, რეაბილიტაცია, ამ შემთხვევაში, ფაქტიურად გულისხმობს მწყობრიდან გამოსული მილების კაპიტალურ რემონტს. მხოლოდ რუსეთ-სომხეთის მონაკვეთის რემონტის ღირებულება დაახლოებით 250 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამავე დროს, გაზსადენის სიმძლავრეAარსებული 2.5 მილიარდი კუბური მეტრიდან წელიწადში 16 მილიარდამდე გაიზრდება. ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია თურქეთის გაზმომარაგების შესაძლო რაოდენობის შესახებ. ეს მიმართულება დიდი ხანია წარმოადგენს რუსეთის “ენერგოდიპლომატიის” არსს რეგიონში, რადგანაც იგი კონკურენციას უწევს ამერიკის პოლიტიკას აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენების მხარდაჭერის საქმეში. საქართველოს დიდი ხნის მხარდაჭერა ამერიკის მხრიდან მილსადენების გეგმებისადმი გასულ კვირას დაგვირგვინდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის საზეიმო გახსნით. საქართველოს მთავრობა შეწუხებულია ენერგოდეფიციტის გამო ზამთარში, რაც ხშირად გამოწვეულია რუსეთიდან გაზმომარაგების შეწყვეტით. დღემდე “იტერა” – “გაზპრომის” მონაწილეობით შექმნილი კომპანია – მონოპოლისტს წარმოადგენდა საქართველოს რუსული გაზით მომარაგების საქმეში. “იტერას” მიერ გაზმომარაგების შეზღუდვა მოიაზრებოდა როგორც რუსეთის ხელმძღვანელობის პოლიტიკური ბერკეტი საქართველოს წინააღმდეგ. “არც “გაზპრომის” მხრიდან ინვესტიციების ჩადებისა და გაზსადენების რეაბილიტაციის წინააღმდეგი ვართ. ეს მათი საქმეა, ჩვენ კი საკმრისი საქმე გვაქვს გარდა თბილისის გაზით მომარაგებისა”, – აცხადებს თამაზ პატარიძე. როგორც ჩანს, “გაზპრომთან” პირდაპირი კავშირი როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს ხელმძღვანელობის პოლიტიკური დაინტერესების საგანს წარმოადგენს. რუსეთი სულ უფრო აფართოებს თავისი საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგს და ცენტრალურ აზიაში უსაფრთხოების რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, ცდილობს შეამციროს ამერიკის ზეგავლენა ენერგომატარებლებთან დაკავშირებულ პროექტებზე. G შეერთებულმა შტატებმა უკვე მოახდინა რეაგირება მომავალ გარიგებაზე, რაც გამოიხატა საქართველოში ამერიკის ელჩის რიჩარდ მაილსის სახელმწიფო მინისტრთან ავთანდილ ჯორბენაძესთან შეხვედრაში. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მაილსი შიშობს, რომ გაზპრომთან თანამშრომლობამ, შესაძლოა, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტის განხორციელება შეაფერხოს. როგორც ჩანს, ამ რეალური პოლიტიკური სარგებლის გამო რუსეთი მზად არის შეცვალოს თავისი პოლიტიკა საქართველოს მიმართ. საქართველოში გამოსვლის დროს მილერმა მიანიშნა გაზზე ფასების შესაძლო დაკლებაზეც და აღნიშნა, რომ რადგანაც გეგმები საქართველოსთან მიმართებაში “სტრატეგიულია”, “გაზპრომი” განიხილავს გაზზე ფასების დადგენას ქართველ მომხმარებელთა მსყიდველობითი უნარის მიხედვით. საქართველოს მთავრობას, რომელსაც წინ არჩევნები ელის, ურჩევნია ჰქონდეს გარანტიები გაუბჯობესებული ენერგომომარაგებისა. წინაამღდეგ შემთხვევაში, კიდევ ერთი წელი ჩაბნელებულ თბილისში საბოლოოდ გააცრუებს არჩევნებში წარმატების ისედაც სუსტ იმედებს. გავრცელებული ხმების მიხედვით, აღმასრულებელი ხელისუფლების ზოგიერთ მაღალჩინოსანს, რომლებიც ენერგორესურსებს აკონტროლებენ, პირადი ინტერესები გააჩნიათ “გაზპრომის” ხელშეწყობაში. ამგვარი ბრალდებებისა და ოპოზიციის ზეწოლის გამო, მოლაპარაკებები “გაზპრომთან” ერთობილი საწარმოს შექმნის თაობაზე, რომელიც თბილისის გაზმომარაგებას ითვალისწინებდა, შეწყვეტილ იქნა 2002 წელს. ამჯერად, საქართველოს ოფიციალურმა პირებმა და ალექსეი მილერმა ხაზგასმით განაცხადეს, რომ საკითხი ერთობლივი საწარმოს შექმნის თაობაზე არ განხილულა. როგორც ჩანს, გაზპრომთან გარიგება მომდევნო თვის საკამათო თემა გახდება. საქართველოს მთავრობას მოუწევს დაამტკიცოს ამ გარიგების საჭიროება და პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა ქართული ოპოზიციის წინაშე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ამერიკის ოფიციალური წარმომადგენლების წინაშე კულისებს მიღმა.რუსეთის სააქციო საზოგადოება “გაზპრომმა”, შესაძლოა, საქართველოს ბაზარზე მოიკიდოს ფეხი. მაშინ როცა საქართველოს ენერგოდეფიციტის შემსუბუქების ალტერნატიული გზა გამოუჩნდა, ამერიკის შეერთებული შტატების აზრით, ამგვარი თანამშრომლობა საფრთხეს შეუქმნის აღმოსავლეთ-დასავლეთის დიდ ენერგოპროექტებს.
“ჩვენ ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვიტყვით, შევძლებთ თუ არა თანამშრომლობას “გაზპრომთან”, ვინაიდან არ ვიცით, რა წინადადებები გააჩნიათ კონკრეტულად მათ და რას აპირებენ. ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს და არც კონკურენციის გვეშინია, მზად ვართ თანამშრომლობისათვის”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” საქართველოში “იტერას” წარმომადგენელობის ხელმძღვანელმა თამაზ პატარიძემ.
თეა Gულარიძე, სივილ ჯორჯია