
თბილისი გაზპრომთან მიმართებაში აშშ-ის პოზიციას ითვალისწინებს
“გაზპრომის” აღმასრულებელი დიორექტორის ალექსეი მილერის საქართველოში ვიზიტს და ქართულ ბაზარზე მის შესაძლო შემოსვლას, კასპიის რეგიონის ენერგეტიკის საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის პირადი მრჩევლის სტივენ მანის ვიზიტი მოჰყვა. “დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საქართველოს ხელისუფელბა არ გადადგავს დაუფიქრებელ ნაბიჯს და არ დაარღვევს მის მიერ გაცემულ დაპირებას და ვალდებულებას ისეთ პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც ენერგეტიკულ დერეფნის განვითარებას შეუწყობს ხელს” – განაცხადა 6 ივნისს სახელმწიფო კანცელარიაში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესათან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აშშ-ს პრეზიდენტის პირველმა მრჩეველმა კასპიის აუზის ენერგეტიკის პოლიტიკის საკითხებში სტივენ მანმა. ამერიკის მხრიდან საკითხის ასეთი მიდგომის გამო პოზიციას იცვლის ქართული მხარე და აცხადებს, რომ საქართველო მზად არის ყველა პირობა შეასრულოს, რაც აიღო “საუკუნის პროექტად” შეფასებული შაჰდენიზისა” და “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” პროექტების განსახორციელებლად. “საქართველომ არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ამ მნიშვნელოვანი პროექტების დევალვაციას გამოიწვევს. ასევე უნდა გავითვალისწინით ისიც, რომ ამ პროექტების განხორციელება უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე “გაზპრომის” მიერ შემოთავაზებული პროექტი, რაც საწყისს ეტაპზე 200 მლნ-ი დოლარით ნაკლებია” – განაცხადა საქართველოს საერთაშორისო ნავთობკორპორაციის პრეზიდენტმა გია ჭანტურიამ. იგი ადასტურებს, რომ საქართველო მზად არის შეასარულოს ყველა პირობა ამ პროექტების განსახორციელებლად. “ნებისმიერი საწინააღმდეგო ქმედება კი საქართველოს ფინანსური პასუხისმგებლობის წინაშე დააყენებს” – აცხადებს ჭანტურია. “გაზპრომის” შემოთავაზებული წინადადებებით პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც ინტერესდება და აცხადებს, რომ კარგი იქნება თუ მთავრობა პარლამენტს წარუდგენენ დეტალურ ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით. “თუ გაზპრომთან გაფორმდება ხელშეკრულება ამან ხელი არ უნდა შეუშალოს “შაჰდენიზის” პროექტს” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ 6 ივნისს სტივენ მანთან შეხვედრის დროს. “გაზპრომის” საქართველოს ბაზარზე შემოსვლას და მაგისტრაური გაზსადენების კომპანიის საკუთრებაში შესაძლო გადაცემას არც თუ მომგებიანად მიიჩნევს ეკონომიკის ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე. “საქართველოსთვის შაჰდენიზის პროექტის განხორციელება გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე “გაზპროემის” მიერ განხორციელებული პროექტი. ამის დამტკიცება მარტივად შეიძლება, ქვეყანას შაჰდენიზის პროექტის გახორციელბის დროს გატარებული გაზის 5% უფასოდ რჩება, ხოლო “გაზპრომი” 16 დოლარით ძვირად ყიდის გაზზს საქაართველოს, ვიდრე სომხეთს, აქედან გამომდინარე ყველაფერი ნათელია” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ალექსანდრე თვალჭრელიძეს. იგი გაზპრომის საქართველოს ბაზარზე შესაძლო შემოსვლა გეოეკონომიკურზე უფრო გეოპოლიტიკურ თამაშად აფასებს და აცხადებს, რომ მათი მხრიდან ასეთი გააქტიურება შაჰდენიზის პროექტის ხელისშეშლად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა სტივენ მანის საქართველოში ვიზიტის შემდეგ, არ არის გამორიცხული, რომ რუსული კომპანიის წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტი და ხელშეკრულების გაფორმება აღარ შედგეს. თეა გულარიძე, სივილ ჯორჯიარუსული კომპანია “გაზპრომის” საქართველოს ბაზარზე შესაძლო შემოსვლამ და მაგისტრალური გაზსადენიების რეაბილიტაციისთვის პროექტების განხორციელების ინიციატივამ აშშ-ს შეშფოთება გამოიწვია, რადგან “გაზპრომის” საქართველოში გამოჩენა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის პროექტის განხორციელებას.
იგი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ზუსტად ჩაიხედოს და დეტალურად შეისწვალოს რუსულ მხარესთან მოლაპარაკების დროს თუ რა კონკრეტულ საქმიანობაზეა სუბარი და რა შედეგი შეიძლება იქონიოს სხვა უფრო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე, მათ შორის შაჰდენიზის პროექტზე.
“გაზპრომის” აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსეი მილერმა მაისში ქართულ მხარესთან უკვე მიაღწია სიტყვიერ შეთანხმებას პროექტის განხორციელებაზე და ივნისის ბოლოს თბილისში მორიგ ვიზიტსაც გეგმავს, სადაც უშუალოდ ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს.
“გაზპრომი” მზად არის აღადგინოს მაგისტრალური გაზსადენები, რომლის საშუალებითაც გაზის ტრასნსპორტირება მოხდება ერთი სომხეთში, მეორე კი აჭარის გავლით თურქეთის მიმართულებით, სადაც ამერიკის და რუსეთის ინტერესები იკვეთება.