ახალი ამბები

ბურჯანაძემ და კოლინ პაუელმა საქართველოში არსებული სიტუაცია განიხილეს

(თბილისი, 13 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ნინო ბურჯანაძეს 12 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელს შეხვდა.

“ჩვენ განვიხილეთ საქართველოში არსებული სიტუაცია, განსაკუთრებით უსაფრთხოების საკითხები, აფხაზეთის კონფლიქტის პრობლემები, საქართველოში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზების საკითხი და ამერიკის შემდგომი დახმარება საქართველოსთვის”, – განაცხადა 12 ივნისს ნინო ბურჯანაძემ ვაშინგტონიდან ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button