
საქართველო, აშშ – მოკავშირეები
თბილისი ვაშინგტონისადმი მხარდაჭერისგან სარგებელს ელის “ამ კოალიციის თითოეულმა სახელმწიფომ გადაწყვიტა გაიზიაროს ჩვენი საერთო თავდაცვის საქმეში მონაწილეობის ვალდებულებები” – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ერაყში საბრძოლო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით ამერიკელი ხალხისადმი სატელევიზიო მიმართვისას 20 მარტს. 19 მარტს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ განაცხადა, რომ “საქართველო მზად არის აღმოუჩინოს აშშ-ს ნებისმიერი მხარდაჭერა, იქნება ეს საჰაერო სივრცის დათმობა თუ სამხედრო ბაზების გამოყენება”. უკანასკნელ ხანს გავრცელდა ხმები, რომ ერაყის ომში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ ამერიკული “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის” ფარგლებში გაწვრთნილმა ქართველმა მეომრებმაც. თუმცა თევზაძის განცხადებით, “ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.” მისი თქმით ყველაზე რეალურად ისახება აშშ-ის მიერ საქართველოს ბაზების გამოყენების შესაძლებლობა. “მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ განვითარდება მოვლენები. კერძოდ თურქეთის გადაწყვეტილებაზე და იმაზე თუ როგორ და რამდენ ხანს გაგრძელდება ომი ერაყში. თუმცა ჯერ საუბარი ბაზების გამოყენებაზე, ისევე, როგორც საჰაერო სივრცის გამოყენებაზე არ არის,” აცხადებს გახოკიძე. ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტი იმყოფება სპეციალური კონტროლის ქვეშ. ჩვენ ვიცავთ მათ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმის შესაბამისად – განაცხადა 18 მარტს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ. საქართველო ერაყის ჩრდილოეთის საზღვრებიდან 400, ხოლო ცენტრალური რეგიონებიდან 1000 კილომეტრით არის დაშორებულია. ამის მიუხედავად, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ერაყელ ლტოლვილთა ნაწილი რომლებმაც აზერბაიჯანში უკვე შეაფარეს თავი, საქართველოშიც გადმოვიდნენ. ასეთ შესაძლებლობას ხელისუფლების წარმომადგენლებიც არ გამორიცხავენ. სანდო წყარომ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროდან “სივილ ჯორჯიას” განუცხადა, რომ სამინისტრო ემზადება აზერბაიჯანიდან ერაყელი ლტოლვილების შესაძლო შემოდინებისათვის. “ჩვენ არ გამოვრიცხავთ საქართველოში ერაყიდან ლტოლვილების შემოსვლის შესაძლებლობას,” განუცხადა სივილ ჯორჯიას ჯემალ გახოკიძემ 20 მარტს. “მართალია, იმის ალბათობა, რომ ერაყელი ლტოლვილები საქართველომდე მოაღწევენ, საკმაოდ დაბალია, რადგან ჩვენ არ გვაქვს ერაყთან საერთო საზღვარი, მაგრამ, ლტოლვილების შემოსვლის შემთხვევაში ჩვენ ვიმოქმედებთ საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად” – დასძინა მან. საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის გაენშტაბის მეთაურმა კორნელი სალიამ განუცხადა სივილ ჯორჯიას , რომ ერაყიდან ლტოლვილების შემოსვლასთან დაკავშირებით დეპარტამენტში რაიმე განსაკუთრებული სამზადისები არ ხორციელდება. საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ვაშინგტონისადმი თბილისის მხარდაჭერა საბოლოო ჯამში აფხაზეთის კონფლიქტის საქართველოს სასარგებლოდ მოგვარდება. “ამერიკამ გვითხრა, ცოტახანი დაგვაცადეთ და აფხაზეთის საკითხსაც მივხედავთო,” ასეთი განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა შევარდნაძემ 20 მარტს საქართველოს აშშ-სადმი მხარდაჭერის მნიშვნელობის კომენტარისას. გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯიასაქართველო, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა იმ 30 სახელმწიფოს სიაში შეიყვანა, რომლებიც “ერაყის დაუყოვნებლივი განიარაღების კოალიციის” წევრები არიან, სრულ მზადყოფნას გამოთქვამს აღმოუჩინოს ყველა სახის დახმარება, რაც კი მის შესაძლებლობაში შედის.
“საქართველო აშშ-ს ერთ-ერთი მოკავშირეა, მაგრამ ამჟამად ჩვენ არ ვართ უშუალოდ ჩართული ერაყის წინააღმდეგ ომში. საჭიროების შემთხვევაში ძალ-ღონეს არ დავიშურებთ აშშ-სათვის დახმარებისათვის,” განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის პირველმა მოადგილემ ჯემალ გახოკიძემ.