ახალი ამბები

შევარდნაძისა და პუტინის შეხვედრა სოჭში

(თბილისი, 7 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – სოჭში 6 მარტს გამართულ წინასწარ შეხვედრაზე საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებმა ედუარდ შევარდნაძემ და ვლადიმირ პუტინმა მათი მოლაპარაკებების დღის წესრიგი შეათანხმეს.

რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რომლებიც ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის ალექსეი გრომოვის სიტყვებს ეყრდნობიან, პუტინმა მზადყოფნა გამოთქვა, წარმოადგინოს რამდენიმე “იდეა, რომლებიც ქართულ-რუსული ურთიერთობების “მკვდარი წერტილიდან” დაძვრას გახდის შესაძლებელს”.

დღეს შევარდნაძე და პუტინი აფხაზეთის თემას განიხილავენ. 3 მარტის რადიოინტერვიუში შევარდნაძემ განაცხადა, რომ ამ შეხვედრისგან “დიდ წარმატებებს” არ ელის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button