ახალი ამბები

ვაზიანიდან რადიოაქტიული ნივთიერება დაიკარგა

17 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია ვაზიანის სამხედრო ბაზაზე არსებული რადიაქტიული ნივთიერება ცეზიუმ-137-ით დატვირთული 3 კონტენიერის დაკარგვის შესახებ. ცეზიუმ-137-ს გამოყენება შესაძლებელია ე.წ. “ბინძური ბომბების” დასამზადებლად. ამ ნივთიერების გამოსხივება კი იწვევს კანის კიბოს.

ექსპერტების განცხადებით ცეზიუმის საქართველოში გამოყენება შეუძლებელია და არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული ნივთიერება საზღვარგარეთ გაიტანონ რეალიზაციისთვის.

მომხდარ ფაქტთან დაკავშიერბით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 231-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რაც რადიაქტიული ნივთიერბის უკანონოდ გატანას ეხება და 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ნივთიერბეის ბოროტად გამოყენების ფაქტები გამოვლინდება, ბოროტმოქმედების წინააღმდეგ 8 წლით თავისუფლების აღკვეთის მუხლით აღიძრება საქმე.

ამ დროისთვის რადიაქტიული ნივთიერბის გატანის ზუსტი თარიღის დადგენა ვერ ხერხდება.  სამხედრო პროკურორის მამუკა ცაავას ინფორმაციით, რადიაქტიული ნივთიერბის სამხედრო ბაზიდან გატანის ფაქტი დაახლოებით დეკემბერში უნდა მომხდარიყო.

“ჯერჯერობით ეჭვმიტანილთა წრე არ არის გამოკვეთილი, ვინაიდან ბაზაზე სამხედროების მიერ დაწესებული დაცვა ყოველ დღე იცვლებოდა, ნივთიერბის გატანის ზუსტი თარიღი კი ჯერ უცნობია, არ არსებობს თვითმხილველიც” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ქვემო ქართლის მთავარმა პროკურორმა მამუკა ცაავამ.

ზუსტი თარიღის გარდა საქართველოს ოფიციალური პირები გაურბიან იმ მოტივების დასახელებას, რის გამოც აღნიშნული ნივთიერება შეიძლებოდა მოეპარათ.

ქვემო ქართლის მთავარი სამხედრო პროკურორის მამუკა ცაავას განცხადებით, ნივთიერბის გამოყენება შესაძლებელია, როგორც სამედიცინო თვალსაზრისით, ისე ქიმიური მიზნებისთვის, თუმცა იმასაც აცხადებს, რომ მისი გამოყენება ე.წ. “ბინძური ბომბის” დასამზადებლადაც არის შესაძლებელი. თუმცა ვერ სახელდება საკმარისია თუ არა ცეზიუმის ეს რაოდემობა “ბინძური ბომბის” დასამზადებლად.

თუმცა როგორც დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი, გაზეთ “კვირის პალიტრის” სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, არ არის გამორიცხული, რომ ცეზიუმი სწორედ “ბინძური ბომბის” დამზადების მიზნით იყოს მოპარული.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ცეზიუმ-137-ის მოპარვას არანაირი აზრი არ ჰქონდა, თუ ვინმე ფიქრობს მას საქართველოში გამოიყენებს.

“როგორც ჩანს ამ კონტეინერების გატანა უვიცი ადამიანების მიერ მოხდა, მასში მოთავსებული ნივთიერების გამოყენებას საქართველოში ვერავინ შეძლებს, ვინაიდან არ არსებობს შესაბამისი ბაზა. ასევე ვერ მოხდება რეალიზება ქვეყნის ფარგლებს შიგნით” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” გარემოს დაცვის სამინისტროს რადიაციული ნივთიერებების უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ლერი მესხმა.

მისი თქმით, ერთადერთი რისთვისაც ამ ნივთერების მოპარვა მოხდა, შესაძლოა იყოს საზღვარგარეთ გატანა და მისი სხვა ქვეყანაში რეალიზება.

როგორც ირკვევა  აღნიშნულ ნივთიერებას ძლიერ გამოსხივების უნარი გააჩნია და ადამიანის ჯანმრათელობისთვის საშიშია. ამასვე ადასტურებს თავდაცვის სამინისტრო. პრეს-სამსახურის ხელმნძღვანელის მოადგილის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, ნივთიერება მართლაც საშიშია და განსაკუთრებული დაცვითი ღინისძიებების გატარებას მოითხოვს. დანარჩენ დეტალებზე სამინისტროს წარმნომადგენლები არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ გამოძიება ყველაფერს დაადგენს.

გარემოს დაცვის სამინისტროს რადიაციული ნივთიერბის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ლერი მესხის განცხადებით, ნივთიერბა მართალა საშიშია, მაგრამ უშალოდ შეხების შემთხვევაში. “სამი კონტეინერიდან მძლავრი რადიაქტიული ნივთიერბის შემცველობით ერთი კონტეინერი გამოირჩევა, დანარჩენი 2 კი ნაკლები სიმძლავრისაა, თუმცა სიფრთხილის დაცვა მაინც საჭიროა და მისი გამოყენება სპეციალურ ცოდნას საჭიროებს” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ლერი მესხმა.

ლერი მესხის განხადებით, ნივთიერბის გადატანა შესაბამის დამცავ საწყობში, მაგრამ ასეთი საწყობის საქართველოში არარსებობის გამო ნითიერება კვლავ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე დარჩა და გაძლიერებული დაცვა დაწესდა. “ცეზიუმ 137” ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე 2 მეტრი სიღმის მიწისქვეშ სპეციალურ კონტეინერებში ინახებოდა.

ამ ნივთიერების არსებობის შესახებ ინფორმაცია არსებობდა უშიშროების სამინისტროში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კი კომენტარს არ აკეთებს აღნიშნული სამინისტრო. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ნიკა ლალიაშვილის განცხადებით, საქმის გამოძიება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო პროკურატურის პრეროგატივაა.

აღნიშნულ ბაზაზე წლების მანძილზე რუსული სამხედრო შენაერთები იყო განლაგებული. მისი გადმოცემა ოფიციალურად საქართველოსთვის 2001 წელს მოხდა.

თუმცა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე რადიაქტიული ნივთიერება “ცეზიუმ 137”-ის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება იმ დოკუმენტებში, რომლის მიხედვით ბაზა რუსეთის მხარის მიერ საქართველოს გადაეცა საკუთრებაში.

“ამის შესახებ აღნიშნულ დოკუმენტებში არანაირი მასალა არ მოიპოვება, ჩვენთვის უცნობია თუ რა მოტივით მოხდა ამ ინფორმაციის დამალვა რუსეთის მხარის მიერ. არ გამოვრიცხავთ, რომ ეს შეგნებულადაც მოხდა, თუმცა მოტივის დასახელება მაინც გვიჭირს” – აცხადებს სამხედრო პოკურორი მამუკა ცაავა.

რადიაქტიული ნივთიერების შესანახი ადგილიდან გატანის შესახებ ინფორმირებულია ასევე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები. “ჩვენ ასეთი ფაქტების შესახებ ყოველთვის საქმის კურსში ვაყენებთ სააგენტოს ექსპერტებს. ამჟამადც ეს ინფორმაცია უკვე გაეგზავნა ამ ორგანიზაციას. ძირითადად ექსპერტები საქართველოში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად ინფორმირებული არიან ასეთი ნივთიერებების არსებობის შესახებ” – განაცხადა ლერი მესხმა.

ყოფილი საბჭოთა სამხედრო ბაზების გარდა, რადიაციული წყაროები საქართველოს სხვა ადგილებშიც არის მიმოფანტული.

“სვანეთის ტერიტორიაზე, აფხაზეთის სიახლოვეს რადიაქტიული ნივთიერბის არსებობის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობს, მაგრამ ადგილზე გასვლა და შემოწმება უსაფთხოების გარანტიის არ არსებობის გამო ვერ მოხერხდა” – განაცხადა, ლერი მესხმა.
რადიოაქტიული ნივთიერებისთვის სპეციალური საცავის არ არსებობა პრობლემას კიდევ უფრო საშიშს ხდის. ამ სახის საცავის შექმნაში საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციები და აშშ ადმინისტრაცია ეხმარება.

ლერი მესხის ინფორმაციით, თებერვალში ატომური ენერგიის საერტაშორისო სააგენტოს ექსპერტებთან ერთად სამ დღიანი შეხვედრა შედგა, სადაც შეიმუშავეს საქართველოში არსებული რადიაქტიული ნივთიერების შენახვის უსაფრთხოების მექანიზმები. შეხვედრაზე გამოიკვეთა სამი მიმართულება, პირველ რიგში უნდა მოხდეს სპეციალური საცავის შექმნა, შემდგომ ამ ნივთიერებების მოძიება და იმ პირებისთვის, რომლებსაც უშულო შეხება ექნებათ რადიაქტიულ ნივთიერებებთან ტრეინინგების ჩატარება.

თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button