ახალი ამბები

“ეი-ი-ეს თელასი” შემოსავლების კლებას უჩივის

10 თებერვალს გამართულ შეხვედრისას სახელმწიფო მინისტრი და “ეი-ი-ეს თელასის” ხემძღვანელობა შეთანხმდნენ, რომ მეცხრე ენერგო ბლოკის მუშაობისთვის საჭირო ბუნებრივი აირის შესასყიდად სახელმწიფოც გაიღებს სახსრებს.

ამერიკული კომპანია “ეი-ი-ეს თელასი” ფინანსური პრობლემების გამო, რომელიც მას ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების შემდეგ შეექმნა, თბილისში ელექტროენერგიაზე გრაფიკის  შემოღებას აპირებდა.

7 თებერვალს კომპანია “ეი-ი-ეს თელასი”-ის  გენერალურმა მენეჯერმა იგნასიო ირიბარენმა სპეციალურად განართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გრაფიკის შემოღებას იგი “ეი-ი-ეს მტკვარის” მე-9 ენერგობლოკის გაჩერებას უკავშირებს. მისი თქმით, კომპანიას არ გააჩნია სათანადო სახსრები ბუნებრივი აირის შესაძენად, გაზის რესურსი კი 9 თებერვალს იწურება.

“ეი-ი-ეს თელასსა” და საქართველოს ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი გამოიყოფა, დანარჩენ 3 მილიონს კი აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო გამოყოფს იმ პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოს ენერგოსისტემის დახმარებას ითვალისწინებს.

კომპანიის ხელმძღვანელები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ მოსახლეობის მხრიდან იანვრის თვეში არ მოხდა მოხმარებული ენერგიის საფასურის გადახდა.  კომპანიას პრობლემების მას შემდეგ შეექმნა რაც გასული წლის დეკემბერში საკონსტიტუციო სასამართლომ ლეიბორისტული პარტიის სარჩელი დააკმაყოფილა და ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ელეკტროენერგიის ტარიფის შემცირება დაავალა.

1 მარტიდან თბილისის მოსახეობა ელექტროენერგიის საფასურის გადახდას ახალი ტარიფის მიხედვით აწარმოებს. ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ უკვე წარმოადგინა ტარიფის დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვით თბილისში 1 კვტ/სთ ენერგია 10,15 თეთრი, ხოლო რეგიონებში 6,4 თეთრი იქნება.

“ეს სემეკის მხრიდან იძულებული გადაწყვეტილება იყო. ჩვენ ვალდებული ვართ საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილება შევასრულოთ და გადავხედოთ ტარიფის შენადგენლობას, ამ მიზნით გამოყვანილია ტარიფის მინიმუმი, თუმცა თუ  მოიხდება დამატებითი ღირებულების გადასახადის ენერგოსისტემაში გაუქმება, შეიძლება ტარიფი 8,8 გახდეს” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენელმა პაატა ვარდოსანიძემ.

ამ დადგენილების მიხედვით ტარიფში ყველა ენერგოსისტემის წილი შემცირდა. მათ შორის ამერიკული კომპანია “ეი-ი-ეს თელასის”, რომლის წილი ტარიფში 7,2 თეთრია და ეს რაოდენობა 0,7 თეთრით შემცირდება. ამის გამო კომპანია უკმაყოფილებას გამოთქვამს. კოპანიის გენერალური დირექტორის იგნასიო ირიბარენის განცხადებით, ამით კომპანია დიდ ზარალში ჩავარდება. “თუმცა მზად ვართ ამ დათმოიბაზე წავიდეთ თუ გადახდის მაჩვენებელი გაიზრდება,” – აცხადებს ირიბარენი.

იგნასიო ირიბარენმა წარმოადგინა დოკუმენტაცია, სადაც აღნიშნულია, რომ კოპანია ბოლო პერიოდში წამგებიან ბიზნესს აწარმოებს. “ბოლო პერიდში ჩვენ ვეღარ ვახერხებთ, თანხების მობილიზებას” – აცხადებს ირიბარენი. იგი არ გამორიცხავს, რომ ბიზნესის გაუარესება საქარტველოს ხელისუფლებიდან მოდის, ვინაიდან მათ მიმართ დამოკიდებულება გაუარესდა.

“ეი-ი-ეს თელასის” პრობლემებზე გასულ კვირას კვლავაც ალაპარაკდა საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც განაცხადა, რომ ფინანსური პრობლემების გამო კომპანიამ შესაძლოა საქართველო დატოვოს. ამას მოჰყვა თავად ამერიკული კომპანიიდან წამოსული ხმების იმის თაობაზე რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლების რამოდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის ყოფილიც თელასის ხელში ჩაგდება სურთ და “ეი-ი-ეს” ყველანაირ პირობას უქმნის, რათა კომპანიამ ქვეყანა დატოვოს.

თუმცა წარუმატებელი ბიზნესის მიუხედავად კომპანია საქართველოს დატოვებას არ აპირებს და არც აქციების გაყიდვას გეგმავს რომელიმე რუსულ კომპანიაზე. “მე ამის შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია და ამ ეტაპზე ეს გამორიცხულია, თუმცა მომავალში თუ რომელიმე კომპანია ამის სურვილს გამოთქვამს და სასურველ პირობებსაც წარმოგვიდგენს შეიძლება დავფიქრდეთ კიდევაც” – აცხადებს ირიბარენი.

კომპანია ტარიფში საკუთარი წილის გაზრდას ჯერ კიდევ 2002 წლის სექტემბერში ითხოვდა და ამას ინვესტიციების მოზიდვის შეწყვეტით ხსნიდა. ამან მოსახლეობის და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პროტესტი გამოიწვია, თუმცა სემეკმა განხილვის შემდეგ დააკმაყოფილა   კომპანიის მოთხივნა და 1 ნოემბრიდან 1 კვტ/სთ 13,7 თეთრი გახდა.

ბოლო წელიწადნახევარში ეს პროცესი მეორეჯერ განხორციელდა. 2001 წელს  “ეი-იესის” მოთხოვნით ტარიფი 9,8 თეთრიდან 12,4 თეთრამდე გაიზარდა.

ელექტროენერგიაზე მაღალი ტარიფის  დაწესების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს ენერგეტიკის სისტემაში არსებული რამოდენიმე საშუამავლო კომპანია, მათ შორის “გენერაციის”, “ელექტროგადაცემის”, “დისპეჩერიზაციის”, “სამითუმო ბაზრის” და “დისტრიბუციის”. სანამ ელექტროენერგია უშუალოდ მომხმარებლამდე მივა იგი ყველა ამ სტრუქტურას გაივლის, რომელიც ტარიფიდან საკუთარ წილს იტოვებს. ამას ემატება დანაკარგები გადაცემის ქსელში, რაც ასევე აისახება ტარიფში.

თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button