
ნინო ბურჯანაძე: რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება მთავარი პრიორიტეტია
ინტერვიუ პარლამენტის თავმჯდომარესთან 20-24 იანვარს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, რომელსაც თქვენ ხელძღვანელობდით, მოლაპარაკებები გამართა რუსეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. რა ტენდენციები და განწყობები შეინიშნება რუსეთის ხელისუფლებაში, განსაკუთრებით აღმასრულებელში საქართველოსთან მიმართებაში? შეხვედრები რუსეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გაცილებით უფრო პოზიტიური და ნაყოფიერი იყო, ვიდრე სახელმწიფო დუმაში, სადაც საქართველოსთან მიმართებაში უფრო რადიკალური და მწვავე განცხადებები კეთდებოდა. აღმასრულებელ ხელისუფლებაში ასეთი რადიკალური განწყობა მე ვერ შევნიშნე. პირიქით იყო განცხადებები, რომ რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა რუსეთ საქართველოს ურთიერთობები გამოსწორდეს. თუმცა რამდენად გულწრფელია აღმასრულებელი ხელისუფლების ასეთი განწყობა რთული სათქმელია. თუმცა არის საკითხები რომლის დროსაც საუბრისას ძნელია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების კომპრომისზე დაყოლიება. მაგალითად იგივე საქართველოში არსებული რუსეთის სამხედრო ბაზების საკითხი, რომელთა გაყვანისთვის რუსეთი დაჟინებით მოითხოვს 11 წელიწადს, მაშინ როდესაც ჩვენი რწმენით 3 წელიც სრულიად საკმარისია. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველა პრობლემის დაძლევა შესაძლებელია. ამისთვის კი აუცილებელია მხარეებს შორის სერიოზული და ღრმა დიალოგის გამრთვა. რა თქმა უნდა არსებობს საკითხები, რომელთა გარშემოც რუსეთისა და საქართველოს პოზიციები შეიძლება ვერ დაახლოვდეს, თუმცა არსებობს მთელი რიგი პრობლემებისა, სადაც შეიძლება მოლაპარაკება და სიმწვავის მოხსნა. დღესდღეობით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების რომელი სფეროც არ უნდა ავიღოთ, აბსოლიტურად ყვალგან პრობლემა მოუგვარებელია და ყველგან სირთულეა. Aუცილებელია ყველა მწვევე საკითხთან დაკავშირებით თბილისსა და მოსკოვს შორის აქტიური კონტაქტები. ვთვლი, რომ ჩემი მოსკოვში ვიზიტს, ამ მხრივ პოზიტიური შედეგები მოყვება, თუმცა არც ის იქნებოდა მართებული რომ გვეთქვა, რომ ამ ერთი ვიზიტით ყველაფერი მოგვარდება. ჩემი ვიზიტის შედეგები უფრო ალბათ მომავალში გამოჩნდება. ის დაძაბულობა რომელიც ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობს, გარკვეულ წილად წარმოადგენს რუსეთის პოლიტიკურ წრეებში საკმაოდ ძლიერი გავლენა იმპერიული აზროვნების მქონე ადამიანებისა, რომლებსაც მიაჩნიათ რომ საქართველოსთან შეიძლება ძალისმიერ ენაზე ლაპარაკი, რაც მიმაჩნია პროგრესამდე ვერ მიგვიყვანს. მეორეს მხრივ რუსეთთან ურთიერთობების განსაზღვრაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების არაკოორდინირებული მუშაობაც უშლის ხელს. საქართველოს ხელისუფლებას ბოლომდე ნათლად არ აქვს განსაზღვრული რა არის ჩვენი პრიორიტეტები, რა არის ის საკითხები სადაც საქართველოს შეუძლია რუსეთთან თანამშრომლობა და რა არის ის საკითხები, სადაც ჩვენ არანაირ კონმპრომისზე რუსეთთან არ წავალთ. ჩვენთვის რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება არის ნომერ პირველი პრობლემა, რადგან რუსეთს შეუძლია და გვიქმნის კიდეც ძალიან ბევრ სერიოზულ პრობლემას. რუსეთისთვის კი საქართველოსთან ურთიერთობა არ არის პირველ ხარისხოვანი პრობლემა. ძალიან ბევრი რუსი პოლიტიკოსისთვის, რომლებმაც მოსკოვში გამართული შეხვედრებისას დიდი დრო დაგვითმო და დიდი ყურადღებით გვისმენდა, საქართველოსთან ურთიერთობის პრობლემა მეორე, მესამე ხარისხოვანი საკითხია. ამიტომ ჩვენ ყოფელდღიურად, მუდმივად უნდა გვქონდეს კონტაქტები რუსეთის ხელისუფლებასთან და ვახსენოთ მათ ჩვენი პრეტენზიები. ჩვენ ამას სამწუხაროდ არ ვაკეთებთ. აბა ჩამოიარეთ აღმასრულებელი ხელისუფლება და კითხეთ მინისტრებს რამდენჯერ იყვენენ რუსეთში ბოლო ორი-სამი წლის განმვალობაში? და მერე კითხეთ რამდენჯერ იყვნენ სხვაგან. მე ისე არ უნდა გამოგონ რომ თითქოს მხოლოდ მოსკოვში უნდა იარონ და დასავლეთში არა. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია დასავლური პრიორიტეტები და ასევე მნიშვნელოვანია სტრასბურგში, ბრიუსელში და ვაშინგტონში ვიზიტები. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ მოსკოვში აღარ უნდა ვიაროთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ აუცილებელია მოსკოვთან აქტიური მუშაობა, აქტიური დიალოგის წარმართვა. რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთის კონფიქტის ზონაში დსთ-ის ეგიდით მყოფი რუსეთის სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით? საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ დაუდანაშაულებია სამშვიდობოები არაეფექტურობაში. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებში მთავარ პრობლემად აფხაზეთის კონფლიქტი რჩება. თუ რუსეთის მხრიდან იქნება კონკრეტული პოზიტიური ნაბიჯები აფხაზეთის პრობლემის მოგვარების საკითხში რუსეთ-საქართვეოს ურთიერთობების ფონი მაშინვე უკეთესობისკენ შეიცვლება და მე ეს რუს პოლიტიკოსებს მოსკოვში არა ერთხელ განვუცხადე. რაც შეეხება რუსეთის სამშვიდობო ძალებს, უნდა შესრულდეს სამი პირობა, რათა მათ მანდატი გაუგრძელდეს. E ესენია: უსაფრთხოების ზონის გაფართოება მთელს გალის რეგიონზე, რათა დევნილებმა გალში მაინც შეძლონ დაბრუნება. მეორე: უნდა შეწყდეს აფხაზეთში რუსული პასპორტების დარიგება. სხვათა შორის რუსეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებამ აღმითქვეს რომ რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება აფხაზეთის მაცხოვრებლებისთვის შეწყდებოდა. და მესამე: უნდა შეწყდეს სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთსა და აფხაზეთს შორის, რომელიც მოსკოვმა ერთპიროვნულად, საქართველოსთან შეთანხმების გარეშე აღადგინა, რაც აგრესიის კიდევ ერთი მაჩვენებელია. თუ ყველა ეს პირობა დაკმაყოფილდება მე ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ თუ რატომ არ უნდა გავუგრძელოთ რუს სამშვიდობო ძალებს მანდატი. სხვათა შორის როცა მე ეს საქართველოს პარლამენტში განვაცხადე, დეპუტატების მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ შემიმჩნევია. დარწმუნებული ვარ, იმის მიუხედავად რომ პარლამენტმა მიიღო დადგენილება რუსი მშვიდობისმყოფელების გაყვანის შესახებ, თუ ეს პირობები შესრულდა დეპუტატებსაც არანაირი საწინააღმდეგო მანდატის გაგრძელებისადმი არ ექნებათ. სამშვიდობო ძალების არსებული მანდატის არაეფექტურობაზე ისიც მეტყველებს, რომ რუსი ჯარისკაცების კონფლიქტის ზონაში ჩაყენებიდან [1994] დღემდე უსაფრთხოების ზონაში 1700 მშვიდობიანი მაცხოვრებელი დაიღუპა. როგორ გესახებათ საქართველოს ტერიტორიული მოწყობა? და რა ადგილი უნდა ეკავოს აფხაზეთს საქართველოს ტერიტორიული მოწყობის მომავალ მოდელში? ეს საკითხი მჭიდროდ უკავშირდება აფხაზეთის პრობლემის მოგვარებას. ხომ უნდა ვიცოდეთ როგორი იქნება ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა, რათა აფხაზებს შესაბამისად შევთავაზოთ სტატუსი საქართველოს ფარგლებში. პრინციპში მე ვიზიარებ ფედერალური მოწყობის იდეას, რასაც მოჰყვება ორპალატიანი პარლამენტის შექმნა, რაც მიმაჩნია, რომ პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა. ჩვენ მზად ვართ აფხაზეთს მივცეთ მაქსიმალურად ფართო ავტონომია, რა მოდელიც კი არსებობს მსოფლიოში, რათა ამ ერმა [აფხაზებმა] უზრუნველყოს საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნება. საქართველო ამისთვის მზად არის. რა მაქსიმუმზეა ლაპარაკი – ეს უკვე მოლაპარაკების საგანია. ჩვენ, ქართველები და აფხაზები უნდა დავჯდეთ და ეს მაქსიმუმი როგორ ჩაჯდება ქართულ რეალობაში, იგივე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ეს მხოლოდ აფხაზებთან ერთად უნდა გადავწყვიტოთ. მაგრამ პრობლემას ქმნის ის ფაქტი, რომ აფხაზეთის მხრიდან არის ასეთი პოზიცია, რომ ჩვენ ომი მოვიგეთ და რატომ უნდა დავთმოთ რამე, ეს უკვე მოლაპარაკების მცდელობასაც კი ჩიხში აქცევს. მე არა ერთხელ მითქვია აფხაზებისთვის, რომ ეს ომი აფხაზებს არ მოუგიათ. ომი მოიგეს რუსებმა, ხოლო აფხაზებმა და ქართველებმა წააგეს. 2002 წელს ჩატარებულმა ადგილობრივმა თვითმმართველობის არჩევნებმა, რომლის დროსაც პარტიებს შორის დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია და რომლის დროსაც უამრავი დარღვევა დაფიქსირდა, ოპოზიციურ პარტიები მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ აიძულა შეექმნათ ეთიკური კოდექსი, რომელიც მათი აზრით ხელს შეუწყობს არჩევნების ნორმალურად წარმოართვას. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ იდეისადმი და როგორ გგონიათ არსებობს თუ არა საფრთხე რომ ქვეყანაში არჩევნების წინ ვითარება მნიშვნელოვნად დაიძაბოს? მართლაც თუ გავითვალისწინებთ თუნდაც შარშან გამართული ადგილობრივი არჩევნების გამოცდილებას, აშკარაა რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრხე მართლაც აშკარაა. მე ვიზიარებ იმ შეშფოთებას რომელიც ხშირად გაისმის ხოლმე, როდესაც საუბარია არჩევნების წინ შესაძლო დესტაბილიზაციაზე. არ არის გამორიცხული იგივე გარეშე ძალებმა ძალიან კარგად გამოიყენონ ვითარება და ქვეყანაში არეულობის პროვოცირება განახორციელონ. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამის თავიდან ასაცილებლად. თუმცა თავის მხრივ პოლიტიკურმა პარტიებმაც არ უნდა შეუწყონ დესტაბილიზაციას ხელი. არ შეიძლება, რომ პარტიულ ინტერესებს ქვეყნის ინტერესები გადააყოლონ. მე, სიმართლე გითხრათ, სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმ ეთიკური კოდექსისადმი, რომელსაც ოპოზიციურმა პარტიებმა მოაწერეს ხელი, თუმცა მთლიანად ვიზიარებ იმ იდეებს, რომელიც იქ არის მოცემული. უბრალოდ დარწმუნებული ვარ ამ ეთიკურ კოდექს არავინ დაიცავს. ხომ არ გადაგიწყვეტიათ რომელ პოლიტიურ პარტიასთან ითანამშრომლებთ მოახლოებული არჩევნების წინ? არა, ჯერ არა.28 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესE”სივილ ჯორჯიას” ესაუბრა. შეკითხვები ძირითადად საქართველოს საპარლამენტო დელეგაციეს მოსკოვში ვიზიტსა და რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს შეეხო. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით რუსეთთან ურთიერთობის გარკვევა საქართველოსთვის ნომერ პირველ პრობლემას წარმოადგენს. ნინო ბურჯანაძე ასევე საუბრობს საპარლამენტო არჩევნების წინ შესაძლო დაძაბულობაზეც.
მაგრამ მგონია რომ არიან ადამიანები რუსეთის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, სადაც კარგად ესმით, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ასე გაგრძელება ნამდვილად არ შეიძლება. ესმით, რომ რუსეთისთვის არ არის ხელსაყრელი საქართველოს სახით რუსეთს მეზობლად დაქუცმაცებული და საუსტი ქვეყანა ყავდეს. ასათი განწყობები აშკარად შეინიშნებოდა.