
წინაასარჩევნო შეკრებები საფრთხის წინაშე
კანონი შეკრების თავისუფლების წიინააღმდეგ საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის 25-ე მუხლი, იცავს შეკრების თავისუფლბას. თუმცა იგივე მუხლი ითვალისწინებს მსგავსი სიტუაციების შემთხვევეაში ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების ვალდებულებას, მაგრამ იგი არ აძლევს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეკრების აკრძალვის ან სხვა ხერხებით არდაშვების უფლებას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ექსპერტთა განცხადებით, 1997 წლის კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს. კანონი მოითხოვს შეკრების ორგანიზატორთა მხრიდან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა გაფრთხილებას ღონისძიებამდე 5 დღით ადრე. კანონი ასევე უფლებას უტოვებს ხელისუფლების წარმომადგენელთ აკრძალონ ღონისძიება, თუ მათი აზრით იგი საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა და სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებას. ამასთან, კანონი აძლევს ადგილობრივ ხელისუფლებას შეკრების ადგილის წინასწარ განსზღვრას უფლებას. ამასთანავე ერთად, კანონი შეკრების უფლებას მხოლოდ მოქალაქეებს ანიჭებს, მაშინ როცა კონსტიტუციით ეს უფლება ყველა პირს აქვს მინიჭებული. ამ შეუთავსებულობებზე დაყრდნობით, 2002 წლის აპრილში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი. 2002 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ უცვლელი დატოვა კანონის რამოდენიმე გასაჩივრებული მუხლი. “ეს გადაწყვეტილება არასამართლიანია, რადგან საქართველოს კონსტიტუცია ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს ძირითადი ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში კონსტიტუციაში არაფერია ნახსენები ადგილობრივი ხელისუფლების უფლებაზე შეკრებისა და მანიფესტაციის ადგილების წინასწარი განსაზღვრის შესახებ” აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა აცოსიაციის წარმომადგენელი გიორგი ჩხეიძე. ჩხეიძის განცხადებით, კონსტიტუციაში ასევე არაფერია ნახსენები ხელისუფლების წინაწარი გაფრთხილების შესახებ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცაციის განცხადებით, ისინი კვლას გააგრძელებენ კანონში ცვლილებების შეტანის საშუალების ძებნას. თუმცა, ვიდრე კანონი შეიცვლება, ისინი ამ კანონის ყველა მსხვერპლის უფლებას დაიცავენ და მიმართავენ ევროპის ადამიანთა უფლებების დაცვის სასამართლოს მოქალაქეთა უფლებების დასაცავად. საზოგადოებრივი ორგანიზაციები ეძებენ პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას, რომლებიც ასევე შეშფოთებულნი არიან ამ კანონით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები. ჯული გიორგაძესაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრების განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება, არ წყვეტს პრობლემებს კანონმდებლობაში, რომელიც ზღუდავს შეკრების თავისუფლებას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აპირებს ლობირებას კანონმდებლობაში ცვლილებაბის განსახორციელებლად.