ახალი ამბები

პუტინი იმედოვნებს, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობები ჭეშმარიტ აღმშენებლურ პარტნიორობად იქცევა

(თბილისი, 25 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – ედუარდ შევარდნაძისადმი გამოგზავნილ წერილში, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის ქართველ კოლეგას 75 წლის იუბილე მიულოცა, პუტინმა რწმენა გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ “ისტორიულ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ერთობლივი ძალისხმევა შესაძლებელს გახდის ქართულ-რუსული ურთიერთობების გატანას ჭეშმარიტი აღმშენებლური პარტნიორობის დონეზე, და ხელს შეუწყობს რეგიონისა და დსთ-ის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას”.

“რუსეთსა და საქართველოს საერთო სულიერი და კულტურული ღირებულებები, მდიდარი ისტორია და ტრადიციები აერთიანებს, და დღეს ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი განვამტკიცოდ მეგობრობა, რომელმაც საუკუნეების გამოცდას გაუძლო”, – ნათქვამია პუტინის მისალოც წერილში შევარდნაძისადმი.

25 იანვარს საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს 75 წელი შეუსრულდა. შევარდნაძეს პირველთა სორის იუბილე მიულოცა მისმა აზერბაიჟანელმა კოლეგამ ჰეიდარ ალიევმა, ასევე მიულოცეს ცნობილმა პოლიტიკურმა და საზოგადო მოღვაწეებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button