ახალი ამბები

სამოქალაქო აქტივისტები ეთიკური კოდექსის შესახებ მსჯელობენ

21 დეკემბერს სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, რომელიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ეთიკური კოდექსის შექმნას მიეძღვნა.

შეხვედრის ინიციატორი იყო კავკასიის ინსტიტუტი მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარებისათვის, (სამოქალქო ინტერესების პროგრამის განმახორციელებელი კოალიციის წევრი), რომელმაც დაიწყო დისკუსიათა სერია სამოქალაქო სექტორის თვითრეგულირების შესახებ.

სამოქალაქო სექტორი “ცდილობს მონახოს საკუთარი ადგილი და როლი საზოგადოებაში, რადგან ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესების მიუხედავად, სექტორის მოღვაწეობაში მაინც შეინიშნება ერთგვარი სტაგნაცია” აღნიშნა დავით ლოსაბერიძემ, კავკასიის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, თავის შესავალ სიტყვაში.

21 დეკემბრის შეხვედრა იყო დისკუსიათა ციკლის პირველი ნაწილი. შეხვედრა ეძღვნებოდა სამოქალქო ორგანიზაციების ეთიკური კოდექსის საჭიროების და შექმნისა აუცილებლობის გარკვევას.

შეხვედრაზე გაკეთდა ოთხი მოხსენება, გია ნოდიას, (კავკასიის ინსტიტუტი, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარებისათვის), დავით უსუფაშვილის (აირის _საქართველოს) ზურაბ ჭიაბერაშვილისა (საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისათვის) და ლევან ბერძენიშვილის მიერ (ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და სამოქალქო განვითარების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი). მომხსენებლები შეთანხმდნენ, რომ ეთიკური კოდექსი საჭიროა ქართული არასამთავრობო სექტორისათვის.

გია ნოდიას განცხადებით, მესამე სექტორი განვითარდა ანარქიის პერიოდში. დღევანდელ დღეს, როდესაც იზრდება სექტორი რაოდენობრივად და იზრდება მისი გავლენა ხელისუფლებასა და საზოგადოებაზე, აუცილებელია,  მოქმედების ძირითადი წესების არსებობა. გია ნოდიას რწმენით, ეთიკური კოდექსის საშუალებით ჩამოყალიბდება არასამთავრობო სექტორის მოქმედების ძირითადი სტანდარტები. ეს თავის მხრივ შექმნის დონორებსა და ხელისუფლებასთან ურთიერთობის მოდელებს.

ლევან ბერძენიშვილმა, ცნობილმა “მკაცრმა ანტი-ფორმალისტმა” აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ეთიკური კოდექსის შემუშავება განვითარების საჭირო წინაპირობაა. ბერძენიშვილის განცხადებით, ეთიკური კოდექსი ორ მნიშვნელოვან ასპექტს უნდა ეხებოდეს: სამოქალაქო ორგანიზაციების გამჭვირვალეობას და ანგარიშვალდებულებას.

ამავდროულად მისი თქმით, ამ პროექტის იმპლემენტაცია დროს მოითხოვს, რადგან მხოლოდ რამოდენიმე არსამთავრობო ორგანიზაცია არის მზად ფინანსური გამჭვირვალეობის საერთო სტანდარტების შემუშავებისა და განხორციელებისათვის. ბერძენიშვილის განცხადებით, კოდექსთან მიერთება უნდა იყოს ნებაყოფლობითი, რაც წაახალისებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს.

“ეთიკური კოდექსის საშუალებით, შესაძლებელია ხელისუფლებასთან ურთიერთობის დარეგულირება,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. “თუ ეთიკურ კოდექსის საშუალებით ჩვენ მოვაგვარებთ ბუღალტერიასა და სხვა შიდა საკითხებს, ეს იქნება კარგი მაგალითი ხელისუფლებისათვის,” – ამბობს უსუფაშვილი.

ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, ეთიკურ კოდექსს შეუძლია ორგანიზაციული ზრდისა და მოქმედების კულტურა შექმნას. მისი განცხადებით, კოდექსის ნორმებზე აღზრდილი სამოქალაქო კადრები ყველაზე საუკეთესო საშუალებაა  საზოგადოების სხვა სექტორების გასაუმჯობესებლად, თუ ეს ხალხი საზოგადოებრივ ან ბიზნესის სექტორში გადავა.

დისკუსია გამოიწვია კოდექსის ძალაუფლების განსაზღვრამ. მონაწილეთა უმრავლლესობა შეთანხმდა, რომ კოდექსი უნდა იყოს არასამთავრობო სექტორის გაზიარებული მიზნების მომცველი მექანიზმი, და არა “სამოქალქო არისტოკრატიის” გამწმენდი საშუალება.

აღნიშნული იყო, რომ კოდექსი უნდა ეხებოდეს რამოდენიმე მნიშვნლოვან სფეროს, კერძოდ, ძირითადი მოქმედების ნორმებს, საკადრო პრეცედურებს, ფინანსური გამჭვირვალეობასა და პასუხისმგებლობას. აგრეთვე, შესაძლებელია დამატებითი დოკუმენტის შექმნა, რომელიც განსაზღვრავს ქართული არასამთავრობო საზოგადოების მიზნებს ახლო მომავალში.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ რაოდენობრივი ზრდა და მოქმედების ფართო არეალი აღარ აძლევს არასამთავრობო ორგანიზაციებს იზოლირების საშუალებას, სადაც ყველა ძირითადი პრობლემა წყდება ორგანიზაციების ლიდერების დონეზე. სამოქალაქო ორგანიზაციების არსებობა არსებითად შესამჩნევი გახდა მათი რაოდენობის და მოქმედების კომპლექსურობის გამო, პრინციპების კოდიფიკაცია წერილობითი სახით მნიშვნელოვანი იქნება სექტორის სახის შესანარჩუნებლად.

პირველი დისკუსია დასრულდა ოპტიმიზმით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტიურად ეძებენ ყველაზე რთული ორგანიზაციული საკითხების გადაჭრის საერთო გზებს. გადაწყვეტილია კიდევ შვიდი ასეთი შეხვედრის მოწყობა და სამუშაო ჯგუფის შექმნა პროცესის დასრულებისათვის. 

ჯული გიორგაძე

Back to top button