skip to content
ახალი ამბები

“სამართლიანი არჩევნები” რუსთავის არჩევნების ჩაშლილად გამოცხადებას მოითხოვს

(თბილისი, 4 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები,” რომელიც აკვირდებოდა საქართველოს ოთხ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ მაჟორიტარი დეპუტატის განმეორებით არჩევნებს, აცხადებს რომ რუსთავში არჩევნები ჩაიშალა.

“სამართლიანი არჩევნების” მონაცემებით რუსთავის არჩევნებში ამომრჩეველთა მხოლოდ 12%-მა მიიღო მონაწილეობა. რუსთავის საარჩევნო კომისიის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 36%-ს აღწევს, რაც არჩევნების ჩატარებულად გამოცხადების საშუალებას იძლევა.

დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თუ რუსთავის არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა, “სამართლიანი არჩევნები” სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის მტკიცებით არჩევნები უხეში დარღვევებით ჩატარდა საქართველოს ოთხივე საარჩევნო ოლქში.

სამტრედიასა და აბაშაში “მოქალაქეთა კავშირის” კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ხოლო თბილისის საბურთალოს რაიონში არჩევნები ამომრჩეველთა არასაკმარისი რაოდენობის გამოცხადების გამო ჩაშლილად გამოცხადდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button