skip to content
ახალი ამბები

ჩეჩნების ექსტრადირება უკვე შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ კანონების დაცვით

ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ გადაწყვიტა ხელი არ შეუშალოს საქართველოს რუსეთისთვის დაკავებული ჩეჩნების გადაცემაში.

სასამართლომ გადაწყვიტა, რომ გაეუქმებინა მის მიერ 2002 წლის 10 ოქტომბერს დაწესებული მორატორიუმი საქართველოდან რუსეთში 8 დაკავებულის პირის ექსტრადიციაზე, “მხარეების ინტერესებისა და პროცედურის საანადო წარმათვის მიზნით”.

სასამართლოს პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ სასამართლომ გადაწყვტა შეეცვალა თავისი დადგენილება მორატორიუმის თაობაზე, გაითვალისწინა რარუსეთის მიერ მიცემული პირობა, რომ დაცული იქნება დაკავებულთა მიმართ ჰუმანური მიპყრობა და რომ მათ მიმართ რუსეთის ხელისუფლება სასიკვდილო განაჩენს არ გამოიტანს.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართვეელოს მიერ რუსეთში ჩეჩნებისექსტრადირების საქმის (შამიევი და სხვა 12 რუსეთისა და საქართველოს წინააღმდეგ) განხილვა 2002 წლის 4 ოქტომბერს დაიწყო. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ არსებობს საქართველოს და რუსეთის მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების (სიცოცხლის უფლება და ადამიანის მიმართ წამების ან არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის და სასჯელის აკრძალვა) და საქართველოს მთავრობის მიერ მე-5 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 პარაგრაფების (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) დარღვევის საშიშროება.

ექსტრადირება ეხება 2002 წლის 3-5 აგვისტოს ქართველი მესაზღვრეების მიერ რუსეთის საზღვართამ ახლოს დაკავებულ 13 შეიარაღებულ პირს. ყველა დაკავებულს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. 4 ოქტომბერს 5 მებრძOლი რუსეთის მხარეს გადაეცა.

ევროპის სასამართლოს მორატორიუმის გაუქმების შემდეგ რუსულმა მხარემ კვლავ დაჟინებით დაიწყო საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის 6 ოქტომბერს კიშინიოვში მიღწეული შეთანხმების შესრულების მოთხოვნა, რომლის თანახმადაც ქართული მხარე მოსკოვს დაკავებულთა გადაცემას პირდებოდა.

“მოსკოვში ცნობად მიიღეს ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს მიერ სტრასბურგში მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის პროტესტის დაკმაყოფილებისა და ქართული მხარისთვის იმ პირების გადაცემაზე დაწესებული მორატორიუმის გაუქმების შესახებ, რომლებიც საქართველოში დააკავეს და დადანაშაულებულნი არიან ტერორისმსა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში”, – განუცხადა 27 ნოემბერს ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სმინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ იაკოვენკომ.

მისი თქმით, “ეს გადაწყვეტილება ქართულ მხარეს ართმევს სამართლებრივ საფუძველს, რო უარი ტქვას ტერორისტების ექსტრადიციასა და რუსეთის მართლმსაჯულებისთვის მათ გადაცემაზე ევროპის სტანდარტებისა და საერთაშორისო სამართლის ვალდებულელების მიხედვით”.

მაგრამ როგორც ეტყობა, ქართული მხარე ექსტრადიციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. დაკავებულ პირთა ექსტრადიცია საქართველოს კანონმდებლობისა და მინსკის კონვენციის საფუძველზე მოხდება. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” კორესპონდენტს 27 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს პრესს-სამსახურში აცნობეს.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი წკრიალაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფ დაკავებულებს გააცნობენ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას რუსეთისთვის მათი გადაცემის თაობაზე, ამასთან მათ საშუალება მიეცემათ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ.

წკრიალაშვილის თქმით, პირებს, რომლებიც ექსტრადიციას ექვემდებარებიან, საშუალება აქვთ რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრონ გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება, შემდეგ კი უზენაეს სასამართლოში.

“ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუგზავნა ტელეფონოგრამა, რომელშიც ლაპარაკია საქარტველოდან რუსეთში ჩეჩნების ექსტრადიციის შეჩერების რეკომენდაციის გაუქმებაზე”, – განაცხადა წკრიალაშვილმა.

მისი თქმით, უახლოეს დროში ქართული მხარე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს კომუნიკეს ოფიციალურ ტექსტს მიიღებს მიღებული გადაწყვეტილების არგუმენტაციით.

გარდა ამისა, გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ ტელეკომპანია “რუსთავი-2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის მხარემ საქარტველოს დამატებითი მასალები გამოუგზავნა დაკავებულებთან დაკავშირებითYდა ეს მასალები ახლა შესწავლის სტადიაშია. მისივე თქმით, ჯერ-ჯერობით არანაირი გადაწყვეტილება ექსტრადიციასთან დაკავშირებით მიღებული არ არის.

მანამდე გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ ორი დაკავებული საქართველოს მოქალაქეა, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ განაცხადა, რომ მათი ექსტრადიცია არ მოხდება.

“თუ პროკურატურა მიიღებს გადაწყვეტილებას ექსტრადიციის შესახებ, ამის შემდეგ საკითხი სასამართლო წესით უნდა იქნას განხილული, რადგან მეორე მხარემ შესაძლოა პროკურატურის გადაწყვეტილება გაასაჩივროს. ექსტრადიცია მხოლოდ მას შემდეგ შედგება, თუკი სასამარტლო პროკურატურის გადაწყვეტილებას სამართლიანად მიიჩნევს” – განუცხადა 27 ნოემბერს სააგენტო “ინტერფაქსს” ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ჯემალ გახოკიძემ.

სოსო ხაჩიძე, სივილ ჯორჯია

Back to top button