
უშფოთველი ცხოვრება
ლამაზი ქართული სოფელი სადაც მომავლის არ სჯერათ

მსოფლიო ბანკის გამოკვლევებით, ზემო იმერეთი საქართველოს ყველაზე ღატაკი რეგიონია. მაგრამ აქ ცხოვრება გადამდებად წყნარად და მარტივად მიედინება.
ქვეყანაში მომხდარი მოვლენების შესახებ აქ დიდი დაგვიანებით იგებენ. ცხოვრებისნელ ტემპთან ერთად, არავის არ აქვს საკმაოდ ფული, რომ უკეთესი მომავლისა სჯეროდეს.
გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა სოფელსი გამალებული, მძიმე შრომის პერიოდია. ზამთარი სრული იზოლაციისა და იძულებითი უსაქმურობის დროა. მეტრნახევრიანი თოვლი ნორმად ითვლება. გზები აბსოლუტურად გაუვალია. ზამთრისასთვის ჩვეული სამუშაოებია თოვლში გვირაბების გათხრა საქონლის სადგომამდე, სამზარეულომდე, ჭიშკრამდე და მეზობლის სახლამდე. ზამთარში ძინავთ, ჭამენ და საქონელს უვლიან, დადიან მეზობლებთან, ქეიფობენ და სვამენ.
ადგილობრივი მჟავე ღვინო კარგი მეგობარია საღამოს ბუხართან საუბრებისას, განსაკუთრებით ზამთარში. მაგრამ ყურძენი ისეთი მჟავეა, რომ სოფლის მეღვინეები ყურძნის წვენს წყალს, შაქარს და ხანდახან ჭაჭასაც კი უმატებენ სიმაგრისათვის.
‘გარე სამყაროდან’ ამბები სოფელში წვეთ-წვეთ თუ აღწევს მხოლოდ. უშუქობის გამო ტელევიზორს ვერავინ ვერ უყურებს, გაზეთები კი აქამდე ათასში ერთხელ თუ ამოაღწევენ ხოლმე. ყველაზე სწრაფი ინფორმაციის წყარო დიდი ქალაქებიდან – ჭიათურადან, ქუთაისიდან ან თბილისიდან დაბრუნებული თანასოფლელები არიან. მათთან საუბარი ღვინის ჭიქით ხელში ჩინებული დროსტარებაა. თუმცა სუფრაც ჩვეულებრივ საკმაოდ ღარიბია: ჭადი, ხაჭაპური, ლობიო, პური და ღვინო.
პოლიტიკა უქმე დროს ბაასის უსაყვარლესი თემაა. “არ უნდა გვეჩხუბა რუსეთთან” – ასე ფიქრობს ადგილობრივთა უმრავლესობა – “რუსეთი ჩვენი პირველი მეგობარი და მშველელია. ახლა კი წაგვართვა აფხაზეთი და სამაჩაბლო და უკან ვეღარც დავიბრუნებთ. რუსს ჩვენ ვერ მოვერევით”.
აქაურები არჩევნებს ჯიუტად უგულვებელყოფენ. არჩევნები ყველაზე ჩვეულებრივ ყოველდღიურ სოფლურ სამქეზე უმნიშვნელო მოვლენაა. თანაც, ბევრს სჯერა, რომ მათი ხმები მაინც ვერაფერს ვერ შეცვლიან. “სად მცალია არჩევნებზე სასიარულოდ. ამას წინათ ჩემ ძროხას ხბო უნდა მოეგო…” – ამბობს ავთო, სოფლის მცხოვრები. როცა ვიკითხე, მაინც რომ წასულიყავით ვის დაუჭერდით მხარს-ო, მიპასუხეს “მეც და სხვებიც აუცილებლად შევარდნაძის და მისი პარტიის წინააღმდეგ მივცემდით ხმებს”.
საკუთარი ცხოვრების სამართავად ადგილობრივებს არც ისე ბბევრი საშუალება აქვთ. სოფლის გამგეობა გაუკაცრიელებულია. სოფლის საბჭოს წინ მდგომი ძველი და შელახული სტალინის ქანდაკება ეულად დასცქერის სოფელს. შენობის შიგნით კი ადგილობრივი ბებიები და ბაბუები დაუსრულებლად ელიან თავიანთ პენსიას. ის “დღე-დღეზე” უნდა მოვიდეს. უკვე წელიწადზე მეტია რაც სოფელში პენსია არ მოსულა.
სოფელში ხელისუფლების მხოლოდ ‘აჩრდილი’ თუ დადის. გამგებლის საპატიო და ხმამაღალ თანამდებობას არაფერი აქვს საერთო სოფლის რეალურ ცხოვრებასთან. ხელისუფლებას ფული არ აქვს რეალური რომ იყოს და ამიტომ ის ‘ვირტუალური’, ‘წარმოსახვითია’.
მთელს სოფელზე ერთადერთი მაღაზიის ძირითადი საქონელია მარილი, შაქარი, ასანთი, ნავთი, საპონი და სიგარეტი. ყველაფერი დანარჩენი – ფუფუნება რომლის საშუალება თითქმის არავის აქვს. ამ სოფელში მდიდარი არავინ არის – თითქმის ყველა ერთნაირად ღარიბია.
ფულს ქალაქში ღვინის, ხორცისა და სხვა პროდუქტების გაყიდვით შოულობენ. არიან ისეთებიც, ვინც ქალაქში სხვისი საქონლის გასაყიდად მიდის – ამის გამო მათ გაყიდვიდან პროცენტი რჩებათ. ის, ვისაც წყლის წისქვილი აქვს, დაფქულიდან მინდს იღებენ. მაგრამ ნაღდი ფული სოფელში ძალიან ცოტაა.
სოფელში ყველაზე მეტ ყურედღებას საქონელს უთმობენ – სქორედ საქონელია შემოსავლის მთავარი წყარო. დილით მოწველიან, დააწყურებენ და შემდეგ საძოვარზე გაჰყავთ. დილით წყალი დაალევინო, საღამოს მორეკო, აჭამო, წალი მისცე, დაასუფთავო, მოწველო, შეიყვანო სადგომში და… ხვალაც იგივე გააკეთო. და ასე მეორდება ყოველდღე.
სოფლის მცხოვრებლები წინ ლაჟვარდოვან მომავალს ვერ ხედავენ, მაგრამ ისიც იციან, რომ გლეხის ცხოვრებაში დიდი ცვლილებებიც არ მოხდება.
“ქვეყანაში ყველაფერი უკუღმა მიდის. კაცმა არ იცის რა მოუვა საქართველოს მომავალში. მაგრამ ჩვენ დასაკრგი არაფერი გვაქვს… რაც არ უნდა მოხდეს ჩვენ მაინც გავახარებთ ვაზს და სიმინდს და თავსაც როგორმე გავიტანთ. შევარდნაძემ კი რაც უნდა ის აკეთოს, ჩვენ მაინც ვერ შევცვლით ვერაფერს”.