
დაჭრილი ჩეჩენის გაქცევას მაღალჩინოსანი პოლიციელის დაკავება მოჰყვა
(თბილისი, 14 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 12 სექტემბერს ქართველმა სამართალდამცავებმა დაჭრეს სამი და დააკავეს ერთ-ერთი დაჭრილი ჩეჩენი პანკისის ხეობაში. მოგვიანებით ტყვემ პოლიციის ხელშეწყობით გაქცევა შეძლო. შედეგად დაკავებულ იქნა ახმეტის პოლიციის უფროსი. ეს არის ყველაზე სერიოზული ინციდენტი ხეობაში 25 აგვისტოს სამართალდამცავების მიერ ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შემდეგ.
დაკავებისას მძიმედ დაჭრილი ჩეჩენი ისა მურადოვი გადაყვანილი იქნა ახმეტის საავადმყოფოში. მაგრამ როგორღაც პატიმარმა შეძლო გაქცევა 13 სექტემბრის გვიან ღამეს. ამ გარემოებამ გააღრმავა ეჭვები, რომ პოლიციის ხელმძღვანელი პირები პანკისში მყოფ ჩეჩნებთანდაკრიმინალურ დაჯგუფებებთან კავშირში არიან.
“მურადოვი ისე მძიმედიყო დაჭრილი, რომ ის დახმარების გარეშე გაქცევას ნამდვილად ვერ შეძლებდა. გაქცევის მომენტისათვის შინაგან საქმეთა მინისტრი თათბირს ატარებდა თელავში და მან დაუყოვნებლივ გასცა ახმეტის პოლიციის უფროსის პოლკოვნიკ ავთანდილ თურქიაშვილის დაკავების ბრძანება, რადგან ის პირადად იყო პასუხისმგებელი დაკავებული ჩეჩნის დარაჯობაზე” – განუცხადა შსს-ს პრეს სამსახურის უფროსმა პაატა გომელაურმა სივილ ჯორჯიას.
სამინისტრი არ აქვეყნებს ინციდენტის კონკრეტულ დეტალებს და აცხადებს, რომ გამოძიება რამოდენიმე დღეში დასრულდება.
12 სექტემბერს პანკსისი ხეობაში განლაებულ ერთ-ერთ საგუშაგოსთან სამართალდამცავებმა ერთ-ერთ მანქანას გაჩერება მოსთხოვეს მგზავრების ვინაობის შემოწმების მიზნით. მას შემდეგ რაც მძღოლი არ დაემორჩილა ბრძანებას, სამართალდამცავებმა რამოდენიმე გამაფრთხილებებლი გასროლა გააკეთეს, რაზეც მგზავრებმა ცეცხლითვე უპასუხეს.
მანმანაში სამი მამაკაცი იმყოფებოდა და სამივე დაჭრილ იქნა. როგორც შსს იტყობინება, იმის გამო რომუკვ საკმაოდ ბნელოდა, ორმა გაქცევა შეძლო, მაგრამ ერთი, 1972 წელს დაბადებული ისა მურადოვი დააკავეს და ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადრევე არსებობდა ძლიერი ეჭვი, რომ სამართალდამცავი სტრუქტურების მაღალჩინოსნები კრიმინალურ საქმიანობას ეწევიან. სავარაუდოდ, მათი დახმარება არ რჩება დაუფასებელი და მებრძოლთა შეფარებისათვის ფულად საზღაურსაც ღებულობენ. რა თქმა უნდა, ეს ეჭვი ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოთქმულა. მაგრამ, მძიმედ დაჭრილი და პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ჩეჩენი პატიმარის გაქცევის ეს უკანასკნელი ფაქტი ისევ და ისევ ამ ეჭვებს ამართლებს.
პანკისში ანტიკრიმინალური ოპერაცია 25 აგვისტოს დაიწყო. მას შემდეგ კრიმინალურ ქმედებებში ეჭვმიტანილი 12 პრიოვნება იქნა დაკავებული, მათი უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა. შსს-ს წარმომადგელემა ვერ შეძლო განეცხადებინა, რომ თუნდაც ერთი ამ პატიმარტაგანი შეიძლება ეჭვმიტანილი იყოს ტერორისტულ საქმიანობაში, რადგან მათ არ გააჩნიათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და შესაბამისად მათი ვინაობაც გაურკვეველი რჩება.
რუსეთის მთავრობა ირწმუნება, რომ ეს ოპერაცია პანკისში არის მხოლოდ იმიტირება საქართველოს ვითომდა სურვილისა დააკავოს ჩეჩენი მებრძოლები, უწოდებს რა მას “თეატრალურ დადგმას”. რუსეთის მტკიცებით, ოპერაციაძალიან დიდი ხნის მანძილზე მზადდებოდა და მის შესახებ ყველამკარგად იცოდა. ამდენად, ტერორისტებს შეეძლოთ დროულად დაეტოვებინათ ხეობა.
11 სექტემბერს პრეზიდენტ პუტინის მიერ საქართველოსადმი პანისში ტერორისტების წინააღმდეგ პრევენტიული დარტყმების განხორციელების თაობაზე ულტიმატუმის წამოყენების შემდეგ, ქართულმა ხელმძღვანელობამ ანტიტერორისტული ოპერაციის გააქტიურება გადაწყვიტა.
სალომე ჯაში, სივილ ჯორჯია