ახალი ამბები

რჩეულიშვილი ჩეჩნების მესამე ქვეყნისთვის გადაცემის ინიციატივით გამოდის

(თბილისი, 13 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა გუშინ, 12 სექტემბერს, პარლამენტს ჩეჩენი მებრძოლების მესამე ქვეყნისთვის გადაცემა შესთავაზა.

“ქართველმა ხელისუფალნმა მებრძოლებს დანებება უნდა მოსთხოვონ. ამის შემდეგ კი ისინი საქართველომ რუსეთს კი არა, რომელიმე მესამე ქვეყანას უნდა გადასცეს”, განაცხადა ფრაქცია “სოციალისტის” ლიდერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

ჩეჩენი მებრძოლების რუსეთისთვის გადაცემას კატეგოირულად მოითხოვს რუსეთის ხელისუფლება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 11 სექტემბერს საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა და განაცხადა, რომ ტერორისტების მორიგი თვითნებობის შემთხვევაში, რუსეთი თავად განახორციელებს ოპერაციას პანკისის ხეობაში. 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button