ახალი ამბები

პარლამენტის პლენარული სესიების მიმოხილვა. 18-21 ივნისი. 2002

18 ივნისი, სამშაბათი

1. დადგენილების პროექტი “#6 სამგორის საარჩევნო ოლქში არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ მაჭავარიანის უფლებამოსილების ცნობის შესახებ”

მომხრე – 111
მოწინააღმდეგე – 3

2. დადგენილების პროექტი “#11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქში არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის ჯამლეთ ბაბილაშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ”

მომხრე – 103
მოწინააღმდეგე – 9

3. დადგენილების პროექტი “#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქში არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკა კვეზერელი უფლებამოსილების ცნობის შესახებ”

მომხრე – 126
მოწინააღმდეგე – 0

4. დადგენილების პროექტი “#27 მცხეთის საარჩევნო ოლქში არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის ბადრი ხატიძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ”

მომხრე – 118
მოწინააღმდეგე – 0

5. დადგენილების პროექტი “საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ლევან გაჩეჩილაძის ადგილმონაცვლის ზურაბ ნასარაიას უფლებამოსილების ცნობის შესახებ”

მომხრე – 126
მოწინააღმდეგე – 0

6. დადგენილების პროექტი თენგიზ ახობაძის საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის წევრად დამტკიცების თაობაზე”

კანდიდატურა წარადგინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მარიამ ცაცანაშვილმა.

მომხრე – 115
მოწინააღმდეგე – 1

7. დადგენილების პროექტი “საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის წევრად თამაზ კალანდაძის დამტკიცების თაობაზე”

მომხრე – 118
მოწინააღმდეგე – 0

8. კანონპროექტი “უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო – პედაგოგიური კადრების ატესტაციის შესახებ”

კანონპროექტი წარადგინა საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ხარაძემ.

განიხილეს II და III მოსმენით.

მომხრე – 99
მოწინააღმდეგე – 0  (II მოსმენა)

მომხრე – 115
მოწინააღმდეგე – 2  (III მოსმენა)

9. კანონპროექტი “დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”

განიხილეს II და III მოსმენით.

მომხრე – 136
მოწინააღმდეგე – 2  (II მოსმენა)

მომხრე – 137
მოწინააღმდეგე – 2  (III მოსმენა)

10. კანონპროექტი “მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” /გამომდინარე “დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” კანონპროექტიდან/

განიხილეს გამარტივებული წესით.

მომხრე – 132
მოწინააღმდეგე – 0

11. კანონპროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე” /გამომდინარე “დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” კანონპროექტიდან/

განიხილეს გამარტივებული წესით.

მომხრე – 133
მოწინააღმდეგე – 0

12. საქართველოს კონტროლის პალატის ანგარიში 2001 წელს გაწეული მუშაობის შესახებ”

ანგარიში წარადგინა კონტროლის პალატის თავმჯდომარემ სულხან მოლაშვილმა.

ანგარიში ძირითადად ეხებოდა კონტროლის პალატაში დაწყებულ რეფორმას და იქ გამართულ ატესტაციას. ატესტაციის ფინანსური მხარე აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა უზრუნველყო. რეფორმას მხარის დაუჭირა UშAID-მა და ბრიტანეთის საელჩომ.

სულხან მოლაშვილის ინფორმაციით ანტიკორუფციული საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე პარლამენტში ოფიციალურად შესულია კანონპროექტი “სახელმწიფო საფინანსო კონტროლის ერთობლივი განხორციელების შესახებ”, რაც სისტემაში არსებულ კორუფციასთან ბრძოლას შეუწყობს ხელს.

მომხრე – 103
მოწინააღმდეგე – 8

17. კანონპროექტი “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”

კანონპროექტი წარადგინა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბეჟან გონაშვილმა.

დეპუტატებმა უკმაყოფილება გამოთქვეს ერთი თვის წინ კანონის არასრულყოფილად მიღების გამო და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში ასეთი ფაქტების აღარ განმეორდება.

განიხილეს გამარტივებული წესით.

მომხრე – 118
მოწინააღმდეგე – 0

19 ივნისი, ოთხშაბათი

1. კანონპროექტი “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

კანონპროექტი წარადგინა იურიდიული კომიტეტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კანონპროექტის მიხედვით უქმდება რეგისტრაციის მოწმობები. მოქალაქეების მისამართები პირადობის მოწმობაში დაფიქსირდება.

ცვლილებების ძირითადი მიზეზი იყო რეგისტრაციის მოწმობების არჩევნებში გაყალბების ერთ-ერთ საშუალებად გამოყენება. კანონპროექტის იდეა აბსოლუტურად ყველა ფრაქციამ გაიზიარა.

განიხილეს გამარტივებული წესით.

მომხრე – 140
მოწინააღმდეგე – 0

2. კანონპროექტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

კანონპროექტი წარადგინა გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოედგილემ ჯამბულ ბაკურაძემ.
ცვლილებები ეხება შიდა საავიაციო რეისების დღგ-სგან განთავისუფლებას.

პარლამენტის თავჯდომარემ მხარი დაუჭირა ინიციატივას და იმედი გამოთქვა, რომ კოდორის ხეობის მოსახლეობას თავისუფალი მიმოსვლის დროს ფინანსური შეფერხება აღარ ექნებათ.

განიხილეს გამარტივებული წესით.

მომხრე – 147
მოწინააღმდეგე – 0

3. “სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულ პირთა შესახებ” დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მიერ 1998 წლის 6 მარტს ხელმოწერილ კონვენციასთან მიერთებასთან საქართველოს მიერთების თაობაზე”

საკითხი წარადგინა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად ჭუმბურიძემ.

მომხრე – 155
მოწინააღმდეგე – 0

4. “ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის დამატებითი ოქმი “შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვთა მონაწილეობის შესახებ” მასთან საქართველოს მიერთების თაობაზე”

საკითხი წარადგინა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად ჭუმბურიძემ.

მომხრე – 156
მოწინააღმდეგე – 0

5. “შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის ჯგუფის დაარსების შესახებ” შეთანხმების რატიფიცირება

მომხრე – 152
მოწინააღმდეგე – 2

6. საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის 2001 წლის 4 აპრილს ხელმოწერილი “ნაციონალური ჰოსპიტალების სამედიცინო აპარატურის გაუმჯობესების გრანტთან” დაკავშირებული ნოტების გაცვლის დოკუმენტი. პროცედურული დეტალების შეთანხმებული ოქმი და დისკუსიების ოქმი”

საკითხი წარადგინა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მარინა ღუდუშაურმა.

მომხრე – 134
მოწინააღმდეგე – 1

7. კანონპროექტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

კანონპროექტი წარადგინა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლევან ჩრდილელმა.

კანონპროექტი კოდექსში 65 ცვლილებას ითვალისწინებს. ცვლილებებით უქმდება ყველა საგადასახადო შეღავათები, ზოგიერთ სფეროში გადასახადები იზრდება და უმჯობესდება ადმინისტრირების მექანიზმები.

ლევან ჩრდილელის თქმით, 50 მილიონი ლარი არის ის დანაკლისი, რომელსაც ბიუჯეტი ამ ცვილლებების გარეშე განიცდის.

კანონპროექტი “მრეწველების” ინიციატივით განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც ერთი თვის წინ შევიდა ძალაში, მთლიანად აბათილებს. ფრაქცია “მრეწველებმა” მოითხოვეს მათი წინადადებების მეორე მოსმენისათვის გათვალისწინება; წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მხარს არ დაუჭერენ კანონის მიღებას.

განიხილეს I მოსმენით.

მომხრე – 135
მოწინააღმდეგე – 4

20 ივნისი, ხუთშაბათი

1. საკონსტიტუციო ცვლილებები

საკითხი წარადგინა აფხაზეთი ლეგიტიმური მთავრობის მეთაურმა თამაზ ნადარეიშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებები ეხება კონსტიტუციაში აფხაზეთის სატატუსის განსაზღვრას ანუ სიტყვების “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა” დაფიქსირებას.

კენჭისყრის ჩატარებას დაჟინებით ითხოვდა აფხაზეთის დეპუტაცია.

ხანგრძლივი პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილება ავტომატურად დადგება პარლამენტის სესიის დღის წესრიგში მას მერე, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭოზე (2002 წლის 30 ივლისს) განიხილავენ აფხაზეთის საკითხს.

2. დადაგენილების პროექტი “რევაზ ადამიას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის თაობაზე”

კანდიდატურა წარადგინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მარიამ ცაცანაშვილმა.

ყველა ფრაქციამ გარადა “აღორძინების”, “სოციალისტების” და “XXI საუკუნისა” მხარი დაუჭირა ადამიას კანდიდატურას.

მოწინააღმდეგე ფრაქციები ადამიას არაპროფესიონალიზმის (დიპლომატიური გამოცდილების არ ქონის გამო), პროდასავლური ორიენტაციის და პოლიტიკური მსოფლმხედეველობის გამო აკრიტიკებდნენ. “სოციალისტთა” ლიდერის ირაკლი მინდელის თქმით, გაუგებარი იყო თუ პრეზიდენტმა რატომ შეაჩერა არჩევანი ჟვანიას გუნდის წარმომადგენელზე. “აღორძინება” ამ ფაქტს შევარდნაძე-ჟვანიას ერთიანი გუნდის არსებობით ხსნიდა. “XXI საუკუნე” კანდიდატურის გამო ეჭვს გამოთქვამდა, რომ ხელისუფლებას აღარ აინტერესებს აფხაზეთის საკითხი და ა.შ.

პარლამენტის თავჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მხარი დაუჭირა რევაზ ადამიას კანდიდატურას და მოუწონა პრეზიდენტს არჩევანი, რომელმაც მისი თქმით- “პოლიტიკურ შეხედულებებზე მაღლა დააყენა ეროვნული ინტერესები და შესაფერისი კანდიდატურა დაასახელა”.

მომხრე – 118
მოწინააღმდეგე – 19

3. კანონპროექტი “პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

კანონპროექტი წარადგინა იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარემ გოჩა პაიჭაძემ.

ცვლილებები ეხება პროკურატურაში საკვალიფიკაციო გამოცდების 2003  წლის 1 იანვრამდე გადადებას.

განიხილეს დაჩქარებული წესით.

მომხრე – 130
მოწინააღმდეგე – 0  (I მოსმენა)

მომხრე – 127
მოწინააღმდეგე – 1  (II მოსმენა)

მომხრე – 128
მოწინააღმდეგე – 0  (III მოსმენა)

4. საქართველოს ეროვნული ბანკის 2001 წლის წლიური ანგარიში

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე წარსდგა ანგარიშით პარლამენტის წინაშე.

მომხრე – 129
მოწინააღმდეგე – 7

5. კანონპროექტი “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

კანონპროექტი წარადგინა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ.

ცვლილებები “რევოლუციური” ხასიათისაა და მიჩნეულია საკონტრაქტო-პროპესიული ჯარის დამკვიდრებისაკენ გარადამავალ ეტაპად. თევზაძის თქმით, “წრთვნისა და აღჭურვის პროგრამამ” აღნიშნული ცვლილებების განხორციელება დღის წესრიგში დასვა.

კანონპროექტი ითვალიწინებს სამხედრო კომისარიატების გაუქმებას და მისი ფუნქციების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე გადაცემას. ასევე, 200 ლარიანი წლიური (ან მთლიანად ცხრაწლიანი პერიოდისათვის 2000 ლარი) სამხედრო ბეგარის გადახდას სამხედრო სამსახურის გადავადების მიზნით. ამ შემოსავლის 20% ცენტრალურ ბიუჯეტში, ხოლო 80% თავდაცვის სამინისროს სპეცანგარიშზე მიემართება. აღინიშნა, რომ აღნიშნული სისტემის შემოღებით ბიუჯეტი 16-18 მილიონი ლარით გაიზრდება.

განიხილეს დაჩქარებული წესით, სამივე მოსმენით.

მომხრე – 141
მოწინააღმდეგე – 0  (I მოსმენა)

მომხრე – 140
მოწინააღმდეგე – 1  (II მოსმენა)

მომხრე – 140
მოწინააღმდეგე – 0  (III მოსმენა)

6. კანონპროექტი “სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გადავადების მოსაკრებლის შესახებ” /გამომდინარე “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტიდან”/

განიხილეს გამარტივებული წესით.

მომხრე – 140
მოწინააღმდეგე – 0

7. კანონპროექტი “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” /გამომდინარე “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტიდან”/

განიხილეს გამარტივებული წესით.

მომხრე – 140
მოწინააღმდეგე – 0

8. კანონპროექტი “შრომის კანონთა კოდექსში” დამატების შეტანის თაობაზე” /გამომდინარე “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტიდან”/

განიხილეს გამარტივებული წესით.

მომხრე – 127
მოწინააღმდეგე – 0

9. კანონპროექტი “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე” /გამომდინარე “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტიდან”/

განიხილეს გამარტივებული წესით.

მომხრე – 141
მოწინააღმდეგე – 0

10. კანონპროექტი “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”/გამომდინარე “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტიდან”/

განიხილეს გამარტივებული წესით.

მომხრე – 147
მოწინააღმდეგე – 0

11. კანონპროექტი “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე” /გამომდინარე “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტიდან”/

განიხილეს გამარტივებული წესით.

მომხრე – 144
მოწინააღმდეგე – 0

12. კანონპროექტი “მობილიზაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” /გამომდინარე “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტიდან”/

განიხილეს გამარტივებული წესით.

მომხრე – 144
მოწინააღმდეგე – 1

13. კანონპროექტი “მოსაკრებლის სისტემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” /გამომდინარე “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტიდან”/

განიხილეს გამარტივებული წესით.

მომხრე – 140
მოწინააღმდეგე – 0

14. კანონპროექტი “ადგილობრივი თვითმმართველობისა და Mმმათველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” /გამომდინარე “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტიდან”/

განიხილეს დაჩქარებული წესით.
მომხრე – 144
მოწინააღმდეგე – 0  (I მოსმენა)

მომხრე – 133
მოწინააღმდეგე – 0  (II მოსმენა)

მომხრე – 133
მოწინააღმდეგე – 0  (III მოსმენა)

15. კანონპროექტი “არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ”

კანონპროექტი წარადაგინა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტეის თავმჯდომარემ ზაზა სიორიძემ.

განიხილეს I მომენით.

მომხრე – 119
მოწინააღმდეგე – 1

16. კანონპროექტი “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

კანონპროექტი წარადაგინა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტეის თავმჯდომარემ ზაზა სიორიძემ.

განიხილეს I მომენით.

მომხრე – 132
მოწინააღმდეგე – 0

21 ივნისი, პარასკევი

1. კანონპროექტი “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

კანონპროექტი წარადგინა დეპუტატმა ვალერი გელბახიანმა.

კანონპროექტი განხილვა დიდი ხმაურით მიმდინარეობდა. “ახალი მემარჯვენეები” ეწინააღმდეგებოდნენ დებულებას, რომელიც გულიხმობდა ადვოკატების ასოციაციებში გაერთიანების სავალდებულობას. მათ მოამზადეს ალტერნატივა, რომელიც პირველი მოსმენის პრინციპულ საკითხებს ეხებოდა. კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებული იყო და ავტორები ამ მოტივით ეწინააღმდეგებოდნენ შემოთავაზებულ ალტერნატივას.

კანონპროექტით გათვალისწინებული იყო მხოლოდ დამწყები ადვოკატებისათვის გამოცდების ჩაბარება. გამომცდელები კი გამოცდაგაუვლელი ასოციაციის წევრი ადვოკატები იქნებოდნენ, რაც ადვოკატის პროფესიას არათანაბარ პირობებში აყენებდა.

საბოლოოდ, კანონპროექტის ძირითადი და ალტერნატიული ვარიანტი კენჭისყრისას ჩავარდა. პარლამენტის რეგლამეტის მიხედვით კანონპროექტის ხელახლა განხილვის უფლება საშემოდგომო სესიაზე რეალიზდება.

მომხრე – 72
მოწინააღმდეგე – 30

მომხრე – 58
მოწინააღმდეგე – 17  (ალტერნატივა)

2. კანონპროექტი “შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეეხსპორტის რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

კანონპროექტი წარადგინა ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინიტრმა გიორგი გაჩეჩილაძე.

ცვლილებები ეხება ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტის აკრძალვის მოხსნას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი მოთხოვნა პროგრამის აღდგენისათვის იგივეს ითვალისწინებს.

აღნიშნულ კანონპროექტს დიდი წინააღმდეგობა შეხვდა პარლამენტში. განსაკუთრებით აქტიურობდნენ “მრეწველები”, რომლებიც ტრადიციულად სავალუტო ფონდის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდნენ.

I მოსმენით კენჭისყრისას კანონპროექტი ჩავარდა.

მომხრე – 73
მოწინააღმდეგე – 17

3. დადგენილების პროექტი “საარჩევნო დარღვევების მიზეზების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ”

ახლადშექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ პარლამენტმა ზაქარია ქუცნაშვილი (ფრაქცია “სოციალისტი”) დაამტკიცა.

მომხრე – 154
მოწინააღმდეგე – 0

4. დადგენილების პროექტი “საქართველოს პარლამენტის კორუფციასთან ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ”

ახლადშექმნილი ანტიკორუფციული კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს რომან გვენცაძე ფრაქცია “მრეწველებიდან”.

მომხრე – 155
მოწინააღმდეგე – 1

5. დადგენილების პროექტი “აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებული საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების თაობაზე”

მომხრე – 124
მოწინააღმდეგე – 2

6. დადგენილების პროექტი “ცხინვალის რეგიონის პრობლემების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების თაობაზე”

მომხრე – 107
მოწინააღმდეგე – 3

7. დადგენილების პროექტი “ეროვნული თანხმობის დროებითი საპარლამენტო კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების თაობაზე”

მომხრე – 127
მოწინააღმდეგე – 3

8. დადგენილების პროექტი “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოკვლევის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ”

კომისიის თავმჯდომარედ პარლამენტმა გენო კალანდია (ფრაქცია “აფხაზეთი”) აირჩია.

მომხრე – 156
მოწინააღმდეგე – 2

საგაზაფხულო სესია ოფიციალურად დაიხურა.

Back to top button