ახალი ამბები

პარლამენტი ადგილობრივი არჩევნების შესახებ დადგენილებას ღებულობს

(თბილისი, 5 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – პარლამენტი 2 ივნისს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დადგენილების მიღებას აპირებს.

სავარაუდოდ, პარლამენტი არჩევნებს ნეგატიურ შეფასებას მისცემს. 4 ივნისის სხდომაზე ყველა საპარლამენტო ფრაქციამ ერთხმად გააკრიტიკა ადგილობრივი არჩევნების ორგანიზაციული მხარე, რამაც საარჩევნო პროცედურაში უამრავი დარღვევა გამოიწვია.

პარლამენტი ასევე აპირებს ჩამოაყალიბოს სპეციალური კომისია, რომელიც დარღვევებს გამოიძიებს და იმ პირების ვინაობას დაადგენს, ვინც მათზე იყო პასუხისმგებელი.

Back to top button