
ევროსაბჭო აკრიტიკებს ადგილობრივ არჩევნებს საქართველოში
(თბილისი, 4 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთაკონგრესის დელეგაციამ, რომელიც ადგილობრივ არჩევნებს აკვირდებოდა, სინანული გამოთქვა, რომ თავისუფალი საარჩევნო პროცესი ცუდი მომზადებისა და ხელისუფლების საეჭვო გადაწყვეტილებების გამო არ შედგა.
3 ივნისს თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელის ლუი როპეს განცხადებით, ‘ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი უკმაყოფილოა, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესი ჯერ კიდევ ვერ პასუხობს ქართველი ხალხის მისწრაფებებს’.
2 ივნისს არჩევნების დღეს დამკვირვებელთა მისია რამდენიმე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა და ხმების დათვლის პროცესს ესწრებოდა.
დამკვირვებელთა განსაკუტრებული შეშფოთება საარჩევნო სიების შედგენისას დაშვებულმა შეცდომებმა გამოიწვია.
ლუი როპეს განცხადებით, ადგილობრივ ხელისუფალთ კვლავ არ ჰყოფნით გამოცდილება და გუბერნატორებისა და ქალაქის მერების გავლენის ქვეშ იმყოფებიან.
საარჩევნო უბნებში და მათ გარშემო არსებულმა ქაოსმა, პოლიციელების სიმრავლემ და რუსთავში შეიარაღებული ჯგუფების მიერ ბიულეტენების მოტაცებამ დამკვირვებლებზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა.