
ახალი ამბები
ცსკ-ის თავმჯდომარისა და პარტიების კონსულტაციები პრეზიდენტთან
(თბილისი, 1 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჯუმბერ ლომინაძე კონსულტაციებს გამართავს პრეზიდენტ შევარდნაძესთან. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცსკ-ისა და პარტიებს შორის შეხვედრაზე მიიღეს. საუბრის თემა არჩევნებში მონაწილე პარტიათა გუნდის მოთხოვნები იქნება, რომლის თანახმადაც არჩევნები ან უნდა გაიდაიდოს ან გამოსწორდეს ის დარღვევები, რომელთა დამადასტურებელი საბუთები პარტიათა ნაწილმა ცსკ-ის წარუდგინა. დღესვე პრეზიდენთან კონსულტაციებს გამართავენ ამ მოთხოვნის ავტორი პარტიები და პოლიტიკურ გაერთიანებები. ესენი არიან: ნაციონალური მოძრაობა, ჟვანიას გუნდი, ტრადიციონალისტები, სახალხო პარტია, მრეწველები, ლეიბორისტები, სოციალისტები, “თანადგომა” და “ერთობა”.