ახალი ამბები

მოლაპარაკებები მოსკოვში აფხაზეთთან დაკავშირებით

(თბილისი, 1 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა ანრი ჯერგენიამ 31 მაისს მოლაპარაკებები გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან იგორ ივანოვთან.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარება და იმსჯელეს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტზე “თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ”. ამ დოკუმენტის თანახმად გაერო აფხაზეთის სტატუსს საქართველოს შემადგენლობაში განსაზღვრავს.

დოკუმენტის მოთხოვნათა განხორციელების გზები განიხილებოდა 31 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვალერი ლოშჩინინისა და გაეროს გენერალურ მდივნანთან არსებული საქართველოს მეგობარი ქვეყნების (გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და აშშ) წარმომადგენლების შეხვედრაზე.

დოკუმენტის დეტალები კონფიდენციალურია, თუმცა ქართული მხარის მოთხოვნის თანახმად, მასში აფხაზეთის სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში არის განსაზღვრული.

Back to top button