ახალი ამბები

პარტიები ცსკ-ის არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე აწვდიან ინფორმაციას

(თბილისი, 1 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს რამდენიმე წამყვანი პარტია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2 ივნისის არჩევნების შედეგების შესაძლო გაყალბების შესახებ დამამტკიცებელ საბუთებს წარუდგენს. 

31 მაისს ნაციონალური მოძრაობის, ლეიბორისტების, სახალხო პატიის, “ერთობის”, ჟვანიას გუნდისა და არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიების წარმომადგენლებმა ამომრჩეველთა გაყალბებული სიები ნახეს და ამის შესახებ საჯაროდ განაცხადეს.

1 ივნისს ამ პარტიების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” ოფისში შეიკრიბებიან და ამ საკითხზე მსჯელობას განაგრძობენ.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც არჩევნებამდე პარტიები ერთად იკრიბებიან და არჩევნების შედეგების გაყალბებისთვის თავის არიდებაზე მსჯელობენ.

მათი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაუყალბებლად ჩატარება მხოლოდდამხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ელექტორატი მაქსიმალურად აქტიური იქნება.

Back to top button