
ადგილობრივი არჩევნების წინ
პარტიები საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან არჩევნების მნიშვნელობაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ მრავალი წამყვანი დეპუტატი მზად არის პარლამენტარობა თბილისი საკრებულოზე გაცვალოს. რამოდენიმე გავლენიანი დეპუტატი ადგილობრივ არჩევნებში კენჭს იყრის და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობაზე პრეტენზიას აცხადებს. “ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანია თავისი არსით არა იმიტომ, რომ საქართველოს პირობებში რაღაც რეალურად შეიცვლება, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო ბატალიებს თავანთი რეიტინგის ასამაღლებლად და პოზიციების გასამყარებლად იყენებენ, რასაც პოსტშევარდნაძისეული პერიოდისათვის ბრძოლით არის განპირობებული,” აცხადებს დათო ლოსაბერიძე, არსამთავრობო ორგანიზაცია კავკასიის ინსტიტუტიდა. მუნიციპალიტეტების ძირითად ფუნქციას ადგილობრივ კომუნალურ პრობლემების მოგვარება წარმადგენს, თუმცა როგორც ექსპერტები მიიჩნევენ საკანონმდებლო ბაზა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანოებმა (საკრებულოებმა) რეალურ წარმატებას ამ მხრივ მიაღწიონ. არ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო, ფინანსური ბაზა, ცენტრალური ხელისუფლების ხელშია ყველა ბერკეტი და ამ პირობებში მუნიციპალიტეტებმა კიდეც რომ მოინდომონ ბევრს ვერაფერს შეცვლიან. შენარჩუნებულია რაიონული დაყოფა და წვრილი მუნიციპალიტეტები, რომელთაც ფაქტიურად არ აქვთ თვითშენახვის საშუალება. ჯერ კიდევ არ არის მიღებული ადგილობრივი საკუთრების შესახებ კანონი, რომელიც 1997 წლის ბოლოს, დეკემბერში უნდა მიეღოთ; არ არსებობს საბიუჯეტო უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ კანონი. “დღეს არსებული თვითმმათველობის სისტემა სრულყოფილი არ არის. ეს ფაქტიურად საბჭოური მოდელის პერეფრაზია. ამიტომ ამ არჩევნების შედეგად სერიოზული სტრუქტურული ცვლილებები და ის, რასაც დასავლური გაგებით მუნიციპალიზაცია ჰქვია რა თქმა უნდა ვერ განხორციელდება”, აცხადებს დათო ლოსაბერიძე. სწორედ ამ მიზეზების გათვალისწინებით არსებობს მოსაზრება, რომ წინასაარჩევნო კამპანიას პარტიები პოლიტიკური დაპირისპირებისა და 2003 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ საკუთარი პოზიციების გამყარებას მოახმარენ. წინა არჩევნებისაგან განსხვავებით, ორპოლუსიანი ცენტრის ნაცვლად, როდესაც მეტოქეობა ბათუმსა და თბილისს შორის მიმდინარეობდა, ამჟამად მრავალი თანაბარი შანსების მქონე დამოუკიდებელი ძალა იბრძვის არჩევნებში გამარჯვებისთვის. “ეს არჩევნები უნიკალური შანსია, რომ ქვეყაში პლურალიზმისაკენ ნაბიჯები გადაიდგას,” მიიჩნევს დავით უსუფაშვილი. ამ თანაბარი ძალებისა და შანსების მქონე პარტიების ერთი დამახასიათებელი ნიშანი აერთიანებთ – ყველა აცხადებს, რომ ხელისუფლების ოპოზიციას წარმოადგენს, გარდა “მოქალაქეთა კავშირისა”, რომელიც ამჟამადაც არჩევნებში მონაწილეობას, როგორც სახელისუფლო პარტია ისე იღებს. პარტიები ამომრჩეველთა ხმების მოგროვებას ერთმანეთის კრიტიკით ცდილობენ. განსაკუთრებული კრიტიკის საგანი მრავალი პარტიის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა და მასთან დაახლოებული ზურაბ ჟვანიას გუნდი გახდა. მათთან დაპირისპირებით განსაკუთრებით ახალი მემარჯვენეები გამოირჩევიან. ამ პარტიებს შორის წინასაარჩევნო დაპირისპირებამ ისეთ მაშტაბებს მიაღწია, რომ სამოქალაქო საზოგადოების რამოდენიმე წარმომადგენელმა საჭიროდ ჩათვალა ყველა პოლიტიკური ძალისადმი მიმართვა გაეკეთებინა. “კამათი პოლიტიკურ პარტიებსა და მათ ლიდერებს შორის სულ უფრო იღებს აგრესიული, უკომპრომისო დაპირისპირებისა და პიროვნული შეურაცყოფის ხასიათს აუცილებლად მიგვაჩნია ლიდერებმა დამუყოვნებლივ შექმნან მექანიზმები არჩევნების პროცესში მატი მხარდამჭერების მხრიდან ძალადობის თავიდან ასაცილებლად და საჯაროდ აიღონ პასუხისმგებლობა არჩევების მშვიდობიან Nატარებაზე,” ნათქვამია 30 მაისს გავცელებულ მიმართვაში, რომელსაც ხელს გია ნოდია, რამაზ საყვარელიძე და სხვები. დავით უსუფაშვილის აზრით, რელური პლურალიზმის დამკვიდრება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუ პოლიტიკური ძალები ცივილურად შეძლებენ ამომრჩეველთა ხმების განაწილებას და წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას. “ვფიქრობ სოციალური მღელვარების დიდი საფრთხე არსებობს. დაუმორჩილებლობა ფაქტიურად სახეზეა, კანონს არავინ არ იცავს და ეს ფაქტი ფაქტად რჩება,” აცხადებს დათო ლოსაბერიძე. თუმცა როგორც თავად სამართლადამცველები აცხადებენ არჩევნებზე მდგომარეობის განსაკუთრებით გაუარესებას არ ელოდებიამ. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა მას არ გააჩნია არანაირი ინფორმაცია, რომ გარკვეული ძალები დესტაბილიზაციის გამოწვევას შეეცდებიან.მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს. როგორც პოლიტიკოსები ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები აღიარებენ, რომ 2 ივნისის არჩევნები ყველა აქამდე ჩატერებულისგან განსხვავებული და მნიშვნელოვანი იქნება.
ნინო ხუციძე, გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია