ახალი ამბები

არჩევნებს ევროსაბჭოს 7 წარმომადგენელი გაუწევს მონიტორინგს

(თბილისი, 31 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – 2 ივნისს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ევროსაბჭოს 7 წარმომადგენელი გაუწევს მონიტორიგნს, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ევროსაბჭოს დამკვირვებელთა ჯგუფი უკვე ჩამოვიდა საქართველოში და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსაც შეხვდა.

არჩევნებს მეთვალყურეობას გაუწევენ ევროსაბჭოს წარმომადგენლები დიდი ბრიტანეთიდან, ბელგიიდან, თურქეთიდან, ნორვეგიიდან და მალტიდან.

 

Back to top button