ახალი ამბები

“წვრთნა და აღჭურვა” აშშ-ის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება

(თბილისი, 31 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – “საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის” სარდლის, ვიცე-პოლკოვნიკი რობერტ ვოლტერმაიერის განცხადებით, ქართული ჯარის გაუმჯობესება უეჭველად სასარგებლო იქნება ამერიკის ომისთვის მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახურის ვიცე-პოლკოვნიკ ვოლტერმაიერის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში” ჩართული ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები თავად არ აპირებენ პანკისის ხეობაში ჩასვლას, თუმცა ისინი ქართველებს “პანკისის მსგავს ვითარებებში” მოქცევას ასწავლიან.

საქართველიში მყოფ ამერიკელ ინსტრუქტორთა უმრავლესობა არასპეცდანიშნულების ოფიცრები არიან. როგორც ვოლტერმაიერმა პენტაგონის ჟურნალისტებს განუცხადა, მან ქართველ სამხედრო ჩინოსნებს უკვე განუმარტა, რომ ეს ოფიცრები “აშშ-ის სამხედრო ძალის ხერხემალია და სწორედ ამიტომ არიან ისინი საჭირონი საქართველოში”.

Back to top button