ახალი ამბები

საქართველოდან ჩეჩენი მებრძოლების გამოჩენას რუსები ივნისში ელიან

(თბილისი, 31 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, სახმელეთო ჯარების სარდალმა ნიკოლაი კორმილტევმა რუსულ გაზეთ “იზვესტიასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს თავშეფარებული ჩეჩენი მებრძოლები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ივნისში აპირებენ შეჭრას.

“ჩეჩენმა მებრძოლებმა საქართველოში ბაზები საქართველოს ხელისუფლების დახმარებით შექმნეს”, განაცხადა რუსმა სამხედრო ჩინოსანმა.

ქართული მხარე ადასტურებს, რომ ჩეჩენმა მებრძოლებმა შეიძლება მართლაც დატოვონ პანკისის ხეობა. უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას თქმით, იქ მართლაც იმყოფება 900-მდე ჩეჩენი და არაბი მებრძოლი.

30 მაისს უშიშროების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს ჩეჩენ მებრძოლებს პანკისის ხეობა მშვიდობიანად დაატოვებინოს.

Back to top button