ახალი ამბები

ჯორბენაძე აფხაზეთის კონფლიქტის სწრაფად მოგვარებაზე საუბრობს

(თბილისი, 31 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის სწრაფად მოგვარებას წინასწარმეტყველებს.

სამშვიდობო პროცესი იმდენად ინტენსიურია, რომ რეალური შედეგები უახოეს მომავალში უკვე სახეზე იქნება, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მოსკოვში, სადაც დსთ-ის ქვეყნების მთავრობის მეთაურთა სამიტი იმართება.

ჯორბენაძის თქმით, კონფლიქტის მოგვარების მხრივ საქართველო გამუდმებით თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

Back to top button