
ახალი ამბები
სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი მოსკოვში
(თბილისი, 29 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე 29-30 მაისს მოსკოვში ვიზიტით იმყოფება, იუწყება სახელმწიფო კანცელარია. 30 მაისს ავთანდილ ჯორბენაძე მონაწილეობას მიიღებს დსთ-ის წევრი ქვეყნების მთავრობის ხელმძღვანელების ერთობლივ შეხვედრაში. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და უზბეკეთის მთავრობის ხელმძღვანელებთან.