ახალი ამბები

სააკაშვილის სტრასბურგში

(თბილისი, 29 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – ახალი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, დეპუტატი მიხეილ სააკაშვილი დღეს სტრასბურგში მიემგზავრება.

სააკაშვილის განცხადებით, ვიზიტისას ის ევროსაბჭოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გეგმავს.

“ევროსაბჭოს წარმომადგენლებს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და მთავრობის მიერ ოპოზიციურ პარტიებზე ზეწოლის შესახებ ვაპირებ ვესაუბრო”, განაცხადა სააკაშვილმა გუშინ, 28 მაისს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ით საუბრისას.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ევროსაბჭოს ხელმძღვანელობას 2 ივნისს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მონიტორინგის ჩატარებას სთხოვს, ვინაიდან, მისი თქმით, მთავრობის მხარდამჭერი პარტიებიდან არჩევნების გაყალბება არის მოსალოდნელი.

Back to top button