
ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლატვიას სტუმრობს
(თბილისი, 28 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე 28-31 მაისს ლატვიაში ვიზიტით იმყოფება. როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იუწყება, დავით თევზაძე შეხვდება მის ლატვიელ კოლეგას, თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების უწყებების წარმომადგენლებსა და პარლამენტის წევრებს. ლატვიაში ვიზიტისას განიხილება ქვეყნებსშორისი თანამშრომლობა სამხედრო სფეროში.