
ახალი ამბები
შევარდნაძეს მიაჩნია, რომ რუსეთის საქართველოს საქმეებში არ ჩაერევა
(თბილისი, 28 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ სავარაუდოა, რომ რუსეთი აღარ ჩაერევა საქართველოს საშინაო საქმეებში, განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ გუშინ, 27 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას. ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, საქართველოს უსაფრთხოება გარანტირებულია როგორც არასოდეს. “მასთან [რუსეთთან] ერთად ჩვენ შევძლებთ საქართველოს უსართხოების ამაღლებას”, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბუშმა 24 აპრილს მის რუს კოლეგასთან ერთად ერთობლივ დეკლარაციაზე ხელისმოწერისას.