ახალი ამბები

რუსეთ-საქართველოს კონსულტაციები სამშვიდობოების მანდატთან დაკავშირებით

(თბილისი, 27 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – 27-28 მაისს მოსკოვში ტარდება კონსულტაციები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატთან დაკავშირებით. კონსულტაციებში მონაწილეობენ ექსპერტები რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებიდან.

ქართული მხარე სამშვიდობო ძალების მოქმედების არეალის გაფართოებას და ბლოკ-პოსტების გალის რაიონის სიღრმეში გადატანას მოითხოვს დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით. ასევე, ქართული მხარის ერთ-ერთი მოთხოვნაა – სამშვიდობო ძალებში სხვა ქვეყნების წარმომადგენელთა ჩართვა.

რუსეთი სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციის წინააღმდეგი არ არის, – განაცხადა 23 მაისს თბილისში ვიზიტის დროს რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგნელმა ქართულ-აფხაზური კონფილქტის მოწესრიგების საკითხებში ვალერი ლოშინინმა.

Back to top button