ახალი ამბები

აშშ და რუსეთი საქართველოს უსაფრთხოებაზე ერთად იზრუნავენ – ამბობს ბუში

(თბილისი, 25 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – 24 მაისს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთობლივ დეკლარაციაზე ხელის მოწერისას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ რუსეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა “ერთობლივად უნდა იზრუნონ მნიშვნელოვან რეგიონალურ პრობლემებზე”.

“ჩვენ ერთობლივან ვიზრუნებთ იმისათვის, რომ საქართველოში უსაფრთხოების დონე ავამაღლოთ. ჩვენ დავეხმარებით რუსეთს ჩეჩნეთის კონფლიქტის დასრულებასა და მის პოლიტიკურ გადაწყვეტაში”, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამ დროისთვის საქართველოში 70 ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი იმყოფება. ისინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 4 ბატალიონის შემადგენლობას გაწვრთნიან.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ განაცხადა, რომ პანკისის ხეობას დაახლოებით 100 არაბი და 800-მდე ჩეჩენი აფარებს თავს. 

Back to top button