ახალი ამბები

ექვსმა სატვირთომ ჩეჩენ ლტოლვილებს ჰუმანიტარული დახმარება ჩაუტანა

(თბილისი, 24 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს რუსულმა სააგენტო “რია-ნოვოსტიმ” გაავრცლე ინფორმაცია, რომ “ახმეტაში დააკავეს ექვსი “კამაზი”, რომელშიც ჩეჩენი მებრძოლებისთვის გენკუთვნილი იარაღი ყო”.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა პაატა გომელარმა კატეგორიულად უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ სატვირთო მანქანები პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარებით იყო დატვირთული.
 
“მე არ ვიცი საიდან აქვს “რია-ნოვოსტის” ეს მცდარი ინფორმაცია. მე მათ განვუცხადე კიდეც, რომ “კამაზებში” ჰუმანიტარული დახმარება იყო”, განაცხადა პაატა გომელაურმა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას.

ჰუმანიტარული დახმარება იჩქერიის წარმომადგენელმა საქართველოში ხიზრი ალდამოვმა გამოყო. ხოებაში შესვლამდე მანქანები უშიშროების სამინისტრომ და პოლიციამ შეამოწმა.

Back to top button