
ახალი ამბები
ლოშჩინინი აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების გზებს სახავს
(თბილისი, 23 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალერი ლოშჩინინმა დღეს განაცხადა, რომ ის ქართულ მხარეს კონფლიქტის დარუგილირების მისეულ ვარიანტს წარუდგენს. ამ დროისთვის ლოშჩინინი შეხვედრას მართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ირაკლი მენაღარიშვილთან. ლოშჩინინს არ დაუკონკრეტებია, თუ ზუსტად რა სახის იქნება მისი შეთავაზება. საქართველოს მხარე კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობო ძალების მანდატის შეცვლასა და ბლოკ-პოსტების აფხაზეთის სიღრმეში გადატანას მოითხოვს. გაეროს ეგიდით გალის რაიონში საერთაშორისო ადმინისტრაციის შექმნა ქართული მხარის მეორე მოთხოვნას წარმოადგენს.