
ახალი ამბები
რუსეთი საქართველოს გაზს არ ჩუქნის, – განაცხადა ბურჯანაძემ
(თბილისი, 23 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოსთვის გაზის მოწოდება ხდება ორ კომერციულ სტრუქტურას შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით და ამაში საქართველოს და რუსეთის ხელისუფლება არ ერევა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე რუსი ჟურნალისტის რეპლიკასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი, ფაქტიურად, ჩუქნის ბუნებრივ გაზს საქართველოს.
ბურჯანაძის თქმით, თუ რუსეთის ხელისუფლებას თავის კომპანიასთან რაიმე პრობლემა აქვს, ეს მისი საშინაო საქმეა და საქართველოს არ ეხება.
გარწმუნებთ, რომ ამ კონტრაქტში საკმაოდ სერიოზული ფინანსური დაინტერესება ჩადებული, -განაცხადა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მეთაურმა.