
ახალი ამბები
რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობს
(თბილისი, 23 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარე სერგეი მირონოვი 23 მაისს საქართველოს ეწვევა.
მირონოვი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.
სერგეი მირონოვი თბილისში სომხეთიდან ჩამოვიდა. საქართველოდან კი ის აზერბაიჯანში გამგზავრებას აპირებს.