
ახალი ამბები
მოჯაჰედები საქართველოს მომარაგების არხად იყენებენ
(თბილისი, 22 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – “აზერბაიჯანის მსგავსად, საქართველოც იბრძოდა საერთაშორისო მოჯაჰედების მიერ მოჯაჰედებისა და ჩეჩენი მებრძოლების ფინანსური და ლოგისტიკური დახმარების არხად ქვეყნის ტერიტორიის გამოყენების წინააღმდეგ”, – ნათქვამია ანგარიშში “გლობალური ტერორიზმის სახეების შესახებ”, რომელიც 21 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა წარმოადგინა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ “საქართველოს მთავრობამ ვერ შეძლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილზე ეფექტური კონტროლის დამყარება”.
ქართულ მხარეს შეერთებული შტატები სწრაფი რეგირების ქვედანაყოფების წრთვნაში ეხმარება და სხვა სახის დახმარებასაც უწევს, რათა საქართველოს ხელისუფლებამ პრობლემატურ რეგიონებში უფრო ძლიერი ანტიტერორისტული კონტროლის განხორციელება შეძლოს.