ახალი ამბები

თბილისს ჩეხეთის გენერალური შტაბის უფროსი ეწვია

(თბილისი, 22 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს თბილისს ჩეხეთის გენერალური შტაბის უფროსი ირჟი შედივი ეწვია. მისი ვიზიტი საქართველოში 24 მაისამდე გასტანს.

ირჟი შედივი შეხვედრებს გამართავს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან გენერალ-ლეიტენანტ ჯონი ფირცხალაიშვილთან და თავდაცვის მინისტრთან გენერალ-ლეიტენანტ დავით თევზაძესთან.

დღეს საქართველოში ვიზიტი დაასრულა ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ. მხარეებმა ერთმანეთს სამხედრო სფეროში არსებული ვითარება გააცნეს და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

Back to top button