
ახალი ამბები
“ბოევიკები” საზღვრის გადაკვეთას ლამობდნენ, იუწყება რუსეთი
(თბილისი, 22 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზრღვარზე გუშინ, 21 მაისს, ოცამდე “ბოევიკსა” და რუს მესაზღვრეებს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა, იუწყება რუსეთის საზღვრის დაცვის ფედერალური სამსახური. “ბოევიკები” საქართველოდან ჩეჩნეთში გადასვლას ლამობდნენ. მცირე ხნის სროლების შემდეგ “ბოევიკები” უკან გაბრუნდნე, იუწყება რუსული მხარე. შეტაკებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტი მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ ცნობას არ ფლობს. დეპარტამენტის პრეს-მდივნის განცხადებით, ქართველ მესაზღვრეებს “ბოევიკების” მიერ საზღვრის დარღვევის ფაქტი არ დაუფიქსირებიათ.