ახალი ამბები

პრეზიდენტმა ანტიკორუფციული საბჭოს ახალი მდივანი დანიშნა

(თბილისი, 22 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს, 22 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მთავრობისა და უშიშროების საბჭოს წევრებს მირიან გოგიაშვილის შემცვლელი წარუდგინა ანტიკორუფციული ბიუროს მდივნის თანამდებობაზე.

ამ უწყებას კახა უგულავა უხელმძღვანელებს, რომელიც მირიან გოგიაშვილის მდივნობის დროს მის მოადგილედ მუშაობდა. პრეზიდენტ შევარდნაძის თქმით, მთავარი რეკომენდაცია უგულავას სწორედ გოგიაშვილმა გაუწია.

კახა უგულავას განათლება დასავლეთში აქვს მიღებული. ედუარდ შევარდნაძემ იმედი გამოთქვა, რომ ანტიკორუფციული საბჭოს ახალი მდივანი საქმეს თავს გაართმევს.

დღესვე უგულავა საქართველოს უშისროების საბჭოშიც გააწევრიანეს. დარჩა მხოლოდ ერთი ფორმალობა, როცა პრეზიდენტმა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძვანელი თვით უწყების თანამშრომლებს უნდა წარუდგინოს.

Back to top button