
მყიფე უმრავლესობა
ახალი რეალობის გაურკვეველი კონტურები ახალი უმრავლესობის კონტურები ნათლად გამოიკვეთა ზურაბ ჟვანიას მომხრე “მოქალაქის”, გიორგი ბარამიძის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებისას, როდესაც ჯერ გაუფორმებელმა ერთობამ შეძლო 118 ხმის დაგროვება. აქამდე, ახალ უმრავლესობაში გაერთიანების პრეზიდენტი ფრაქციები მხოლოდ ქაღალდზე “აგროვებენ” ხმებს,ბარამიძის შემთხვევაში კი მათი სურვილი კენჭისყრისას გადაწყვეტილებად პირველად იქცა. ამდენად, არც ისაა გასაკვირი, რომ მათ ძალა იგრძნეს და შესაბამისად, მადაც გაეზარდათ. დღეს ახალ უმრავლესობის, მეტ-ნაკლებად, მყარ შემადგენლობად შეიძLება მივიჩნიოთ: “ახალი მემარჯვენეები”, “მრეწველები”, ახალი აფხხაზები და ქრისტიან-დემოკრატები”, “აფხაზეთი” და “მაჟორიტარები”. ასევე პრესიდენტ შევარდნაძის გაცხადებულად მომხრე ორი ფრაქცია – “თანადგომა” და “ალიანსი ახალი საქრთველოსთვის”. თუმცა პარლამენტში უმრავლესობად ჩამოსაყალიბებლად ამ პოლიტიკურ ძალებს აჭარის ავტონომიის ლიდერის, ასლან აბაშიძის მომხრე ფრაქციების მხარდაჭერაც სჭირდება. სწორდ ამ ძალებმა შეძლეს გიორგი ბარამიძის თანამდებობიდან გადაყენება და პოლიტიკური ოპონენტებისთვის ჩვენება იმისა, რომ, სურვილის შემთხვევაში, შეუძLიათ პარლამენტში გადაწყვეტილების გადატანა. ვის მიერ კონტროლდება პარლამენტში უმრავლესობა და უნდა ველოდოთ თუ არა ამ გაერთიანების, როგორც უმრავლესობის, ოფიციალურ გაფორმებას? პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი აღიარებს, რომ ის უმრავლესობა, რომელიც პრესიდენტს პრობლემებს არ შეუქმნის, დღევანდელ პარლამენტში უკვე არსებობს. ფრაქციათა უმრავლესობასთან პრეზიდენტი საკმაოდ ხშირი ინტენსივობით აწყობს შეხვედრებს. ამ შეხვედრებს შორის კი იმართება კონსულტაციები სახელმწიფო მინისტრთან. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ “პრეზიდენტსა და სახელმწიფო მინისტრს შორის ცალ-ცალკე თამაშები გამორიცხულია. ავთანდილ ჯორბენაძე შევარდნაძის დავალებით თანამშრომლობს პოლიტიკურ პარტიებთან და ამავე დროს, მისსივე თანხმობით შეეცდება აღმასრულებელ ხელისუფლებაში ცვლილებების გატარებას”. სახელმწიფო მინისტრი, თუნდაც, პრეზიდენტის დახმარებით, მთავრობას ვერ “გადააწყობს”. ამაში მას პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება, რაც საპარლამენტო ძალების ინტერესთა დაკმაყოფილების გარეშე შეუძლებელია. ამ ეტაპზე, გამორიცხუია, სახელმწიფო მინისტრმა მხარდაჭერა ე.წ. ზურაბ ჟვანიას მომხრე “მოქალაქეებისგან” და მიხეილ სააკაშვილის ფრაქციისგან მიიღოს. სამაგიეროდ, ავთანდილ ჯორბენაძეს ერთგული მოკავშირეები ჰყავს “ახალ მემერჯვენეებში”, რომელთა ლიდერებმაც 2000წელს ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირი”, ძირითადად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მათი გადასვლის ამბიციის დაუკმაყოფილებლობის გამო დატივეს. ამ ფრა ქციამ, რომლის თაოსნობიოთაც, პარლამენტში შეგროვდა 149 ხელმოწერა საპარლამენტო თანამდებობის ხელახალი გადაწყვეტილების შესახებ, პრეტენზია მხოლოდ ერთ პოსტზე – თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გამოთქვა. ისიც, ნაწილობრივ, იმითაც შეიძება იყოს გამოწვეული, რომ ეს პოსტი ჟვანიას გუნდისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, რაც გიორგი ბარამიძის “ბრძოლამაც” დაადასტურა, რომელიც, სხვა კომიტეტების თავმჯდომარეებისაგან განცხვავებით, ნებაყოფლობით არ გადადგა თანამდებობიდან და მისი გადაყენება გახდა საჭირო. ყოველივე კი იმას მიუთითებს, რომ “ახალ მემარჯვენეებს” პრეტენზია საპარლამენტო თანამდებობების დასაკავებლად ნაკლებად აქვთ, სამაგიეროდ, მათ კვლავ გააჩნიათ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია, რაც შესაძლებელია, გამოდგეს “ახალი მემარჯვენეებისა” და სახელმწიფო მინისტრიეს ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე. რაც შეეხება სხვა საპარლამენტო ძალებს, მათთან პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის ურთიერთობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დააკმაყოფილებენ სახელმწიფო კანცელარიაში მათ ინტერესებს. მაგალითად, ფრაქცია “მრეწველები” პარლამეტში ყველაზე მერყევ პარტნიორადაა მიჩნეული. “მრეწველებს” ახალი საგადასახადო კოდექსის მიღება და საგადასახადო რეჟიმის ლიბერალიზაცია სურთ, რისთვისაც მათ ექსპერტთა სოიდური ჯგუფიც კი ჩამოაყალიბეს და ახალი კოდექსის შესაქმნელად სოლიდური თანხაც კი გაიღეს. ზურაბ ჟვანიას პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნისას “მრეწველები”, “ახალ აფხაზეთთან” და “ტრადიციონალისტებთან” ერთად, მის პოლიტიკურ მოკავშIრეებს წარმოადგენდნენ და ამ ფრაქციებთან ალიანსშიც კი შევიდნენ. შემდეგ “მრწველებმა” პოლიტიკური პარტნიორი შეიცვალეს და რამდენიმე დღის წინათ გიორგი ბარამიძის წინააღმდეგაც კი მისცეს ხმა. თუმცა უცვლელი დარჩა “მრეწველების” ამა თუ იმ უმრავლესობაში ყოფნის ძირითადი მიზანი – საგადასახადო კოდექსის ლიბერალიზაცია, რაზეც, პირველ რიგში მათი პირადი კეთილდღეობაა დამოკიდებული. ისინი ხომ რეალურადაც მრეწველები არიან. მომავალი უმრავლესობის სხვა ფრაქციებთან ასევე უნდა გამოიყოს “აღორძინების” ბლოკში შემავალი ჯგუფები, გარდა “ტრადიციონალისტებისა”, რომლებიც, ამ ეტაპზე, თავს იკავებენ ნებისმიერ ალიანსსა თუ კოალიციაში გაერთიანებისაგან. “აღორძინების” ფრაქციების პოზიცია, მეტწილად, დამოკიდებულია ასლანტ აბაშიძისა და საქართველოს პრეზიდენტის პირად ურთიერთობებზე. შესაბამისად, შევარდნაძის “უმრავლესობაში” “აღორძინების” ფრაქციათა პერიოდული გამოჩენა მანმადე გაგრძემდება, სანამ პრეზიდენტსა და აჭარის ავტონომიის ლიდერს შორის თბილი ურთიერთდამოკიდებულებაა. თუმცა, სავარაუდოა, რომ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებისთანავე “ამღორძინებლები” შევარდნაძის პოლიტიკურ ორბიტას მოსცილდებიან. სწორედ ამითაა განპირობებული ის, რომ “აღორძინება”, რომელმაც საპარლამენტო გადატრიალებისას ვერ შეძლო საკუთარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, არ აპირებს ღიად ახალ საპარლამენტო უმრავლესობაში წევრად დაფიქსირებას. ფრაქცია “აღორძინების” ლიდერი ჯემალ გგოგიტიძე აცხადებს, რომ “აღორძინებას” არ სურს პასუხისმგებლობის აღებაიმაზე, რაც დღემდე (ყოფილი უმრავლესობის დაშლამდე _ავტ.) ხდებოდა პარლამენტში. მისი თქმით, “პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმან, ვინც პარლამენტის ახალ ძალთა გადანაწილებაში ღმოჩნდება დომინანტურ მდგომარეობაში.” მის პოზიციას იზიარებს ფრაქცია “ახალი აფხაზეთი და ქრისტიან-დემოკრატებს” წევრი დემურ გიორხელიძE, რომლის ფრაქციამ ცოტა ხნით ადრე რეორგანიზაცია განიცადა და ხალმძღვანელი შეიცვალა. აფხაზეთიდან დევნილი დეპუტატის, ანზორ წოწონავას ნაცვლად ფრაქციას სათავეში ყოფილი სახელმწიფო მინისტი ვაჟა ლორთქიფანიძე ჩაუდგა, რომელიც, 2000 წლის მაისში პოსტიდან წასვლის შემდეგ, დიდ პოლიტიკაში მხოლოდ რამდენიმე თვის წინათ ხმაურით დაბრუნდა და პარლამენტის თავმჯდომარეზე განაცხადა პრეტენზია. თუმცა მაშინ ლორთქიფანიძეს ნინო ბურჯანაძემ აჯობა. “ახალი უმრავლესობის ან რაიმე კოალიციის შექმნა წმინდა პოლიტიკური სიბეცეა”,-აცხადებს დემურ გიორხელიძE, – “ერთი წლის განმავლობაში პარლამენტი ვერ მიიღებს ისეთ სერიოზულ შედეგებს, რომ 2003 წლის არჩევნების რომელიმე პოლიტიკურ ძალას უმრავლესობაში ყოფნა დადებით პუნქტად ჩაეწეროს.” გიორგი კალანდაძეპარლამენტში ახალ უმრავლესობა ყალიბდება. თუმცა ეს უმრავლესობა ძველისგან უფრო თავისუფალი შიდაგანაწესით გამოირჩევა. ახალი გაერთიანების წევრი ფრაქციები მხოლოდ კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის მიზნით დაუკავშირებენ ერთმანეთის ბედს, რაც, ცოტა ხნის წინათ, საპარლამენტო თანამდებობის გადაწყვეტილებისას დადასტურდა. პრეზიდენტმა შევარდნაძემ კვლავ დაიბრუნა პარლამენტზე გავლენა, რაც მას საუალებას მისცემს, საკუთარი პოლიტიკა უკეთ გაატაროს.