ახალი ამბები

ამერიკელი გენერალი თავდაცვის მინისტრს შეხვდა

(თბილისი, 21 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – 21 მაისს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, გენერალ-ლეიტენანტი დავით თევზაძე ევროპაში აშშ-ის სპეცდანიშნულების ძალების მთავარსარდალს, ბრიგადის გენერალს ლესლი ფულერს შეხვდა, – იტყობინება თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

შეხვედრა ქართული შეიარაღებული ძალების ანტიტერორისტული ქვედანაყოფების “წვრთნისა დაAაღჭურვის” პროგრამის განხილვას მიეძღვნა.

გუშინ ლესლი ფულერი საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მიიღო.

Back to top button