ახალი ამბები

პარლამენტის საგანგებო სესიის მიმოხილვა. 14-17 მაისი, 2002

14 მაისი, სამშაბათი

1. დადგენილების პროექტი “მირიან გოგიაშვილის საქართველოს ფინანსთა მინისტრად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ”

ფინანსთა მინისტრის კანდიდატურა წარადგინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მარიამ ცაცანაშვილმა.

მინისტრობის კანდიდატს მხარი დაიჭირა უკლებლივ ყველა ფრაქციამ.

მომხრე – 164
მოწინააღმდეგე – 0

2. კანონპროექტი “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირებისა და ნებართვის გაცემის  შესახებ”

განიხილეს II და III მოსმენით.

მომხრე – 128
მოწინააღმდეგე – 1  (II მოსმენა)

მომხრე – 124
მოწინააღმდეგე – 1  (III მოსმენა)

3. კანონპროექტი “პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

კენჭი უყარეს სამივე მოსმენით.

მომხრე – 129
მოწინააღმდეგე – 1  (I მოსმენა)

მომხრე – 131
მოწინააღმდეგე – 0  (II მოსმენა)

მომხრე – 130
მოწინააღმდეგე – 1  (III მოსმენა)

4. კანონპროექტი “ნდობის ჯგუფის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”

განიხილეს გამარტივებული წესით.

მომხრე – 131
მოწინააღმდეგე – 1

5. კანონპროექტი “სახელმწიფო ქონების პრივატიზირები შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

განიხილეს გამარტივებული წესით.

მომხრე – 117
მოწინააღმდეგე – 7

6. კანონპროექტი “საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

განიხილეს III მოსმენით.

მომხრე – 122
მოწინააღმდეგე – 1

7. კანონპროექტი “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

განიხილეს დაჩქარებული წესით.

მომხრე – 141
მოწინააღმდეგე – 1  (I მოსმენა)

მომხრე – 131
მოწინააღმდეგე – 1  (II მოსმენა)

მომხრე – 124
მოწინააღმდეგე – 6  (III მოსმენა)

8. კანონპროექტი “საქართველოს უზენაესი სასამათლოს შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” /გამომდინარე “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტიდან/

კენჭი უყარეს სამივე მოსმენით.

მომხრე – 135
მოწინააღმდეგე – 0  (I მოსმენა)

მომხრე – 132
მოწინააღმდეგე – 0  (II მოსმენა)

მომხრე – 134
მოწინააღმდეგე – 3  (III მოსმენა)

9. კანონპროექტი “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”/გამომდინარე “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტიდან/

განიხილეს გამარტივებული წესით.

მომხრე – 139
მოწინააღმდეგე – 0

10. კანონპროექტი “საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ”

განიხილეს I მოსმენით.

მომხრე – 116
მოწინააღმდეგე – 5

11. კანონპროექტი “სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის გადასახადის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

განიხილეს I მოსმენით.

მომხრე – 118
მოწინააღმდეგე – 6

12. კანონპროექტი “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

დღის წესრიგის დამტკიცების დროს გადაწყდა, რომ კანონპროექტზე კენჭისყრა გადაიდებოდა იმ მიზეზით, რომ იურიდიულ კომიტეტს საბოლოო დასკვნა არ გაუკეთებია. მაგრამ კენჭისყრისას “აღორძინების” დეპუტაციის დაჟინებული მოთხოვნით საკითხი დადგა კენჭისყრაზე.

განიხილეს I მოსმენით.

მომხრე – 118
მოწინააღმდეგე – 2

13. “საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ” მთავრობის ანგარიში”

ანგარიში წარადგინა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ზურაბ სოსელიამ. მან მთავრობის ანგარიშსა და კონტროლის პალატის ანგარიშს შორის განსხვავება ახსნა იმით. რომ კონტროლის პალატას ასახული ჰქონდა აჭარიდან ცენტრალური ბიუჯეტის კუთვნილი გადმოურიცხავი თანხები.

გადასახადებისა და შემოსავლების და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებმა მთავრობის მუშაობა 2001 წელს დამაკმაყოფილებლად მიიჩნიეს. მათი დასკვნები ემთხვევა კონტროლის პალატის შეფასებას, რომლის მიხედვით მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ზუსტად და სრულად ვერ ასახავს 2001 წლის საბიუჯეტო რეალობას.

მიუხედავად უარყოფითი დამოკიდებულებისა პარლამენტმა დაამტკიცა 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი კონტროლის პალატის ანგარიშის გათვალისწინებით და დამაკმაყოფილებელი შეფასებით.

მომხრე – 102
მოწინააღმდეგე – 13

15 მაისი, ოთხშაბათი

1. დადგენილების პროექტი “საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

დადგენილების პროექტი წარადგინა დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ.

ცვლილებები ეხება პარლამენტის თამჯდომარის მოადგილეების 5-დან 7-მდე გაზრდას. არსებული ხუთი ვიცე სპიკერის გარდა საპარლამენტო არჩევნებში 7% გადალახულ მესამე ძალას – მრეწველებს და მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენელს ეძლევა ქვოტა სპიკერატში.

ფრაქციებმა “მოქალაქეტა კავშირი” და “ტრადიციონალისტი” კატეგორიულად არ დაუჭირეს მხარი ცვლილებას. “ტრადიციონალისტებმა” დასვეს ალტერნატიული წინადადება, რომლის მიხედვითაც სპიკერატი უნდა შემცირებულიყო ანუ აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკებიდან თითო-თითო წარმომადგენელი და ერთი ვიცე-სპიკერი არჩეული პარლამენტის მთლიანი შემადგენლობიდან. ალტერნატივას მხარი არ დაუჭირა უმრავლესობამ, რაც “ტრადიციონალისტების” საპროტესტო დემარშის მიზეზი გახდა.

მომხრე – 29
მოწინააღმდეგე – 85

წარმოდგენილ დადგენილების პროექტს ორი მოსმენით უყარეს კენჭი, რათა გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინება შესაძლებელი ყოფილიყო.

მომხრე – 111
მოწინააღმდეგე – 16  (I მოსმენა)

მომხრე – 110
მოწინააღმდეგე – 3  (II მოსმენა)

2. კანონპროექტი “საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

კანონპროექტი, რომელიც ფრაქციათა შეთანხმების საფუძველზე მომზადდა დეპუტატმა ფიქრია ჩიხრაძემ წარადგინა.

ცვლილებები ეხება კომიტეტების თავჯდომარეების არჩევისას არსებული ფარული კენჭისყრის ღია კენჭისყრით შეცვლას.

ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირი” შეეწინააღმდეგა აღნიშნულ დებულებას, რადგან მათი აზრით ირღვევა პერსონალურ საკითხებთან დაკავშირებით დემოკრატიის მთავარი პრინციპი ფარული კენჭისყრის თაობაზე.

განიხილეს გამარტივებული წესით.

მომხრე – 108
მოწინააღმდეგე – 4

3. პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება წინასაარჩევნო პერიოდში სესიების შეწყვეტის თაობაზე.

მომხრე – 107
მოწინააღმდეგე – 1

16 მაისი, ხუთშაბათი

პარლამენტმა ქვორუმის უქონლობის გამო ვერ შეძლო მუშაობის განახლება.

17 მაისი, პარასკევი

კომიტეტის ახალი თავჯდომარეების არჩევის წინ “ტრადიციონალისტებმა” მოითხოვეს მათი საპროგრამო სიტყვის მოსმენა, რაც პარლამენტართა უმრავლესობამ არ გაიზიარა.

1. აგრარულ საკითხთა კომიტეტი – ბეჯან გონაშვილი (ფრაქცია “თანადგომა)

მომხრე – 161
მოწინააღმდეგე – 0

2. ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კომიტეტი

კენჭისყრა გადაიდო პროცედურული საკითხების მოუგვარებლობის მოტივით.

3. გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტი – დავით სალარიძე (ფრაქცია “მრეწველები”)

მომხრე – 170
მოწინააღმდეგე – 0

4. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი – ნოდარ ამაღლობელი (ფრაქცია “თანადგომა”)

მომხრე – 160
მოწინააღმდეგე – 4

5. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი – თენგიზ გაზდელიანი (ფრაქცია “საქართველოს რეგიონები-მაჟორიტარები”)

მომხრე – 167
მოწინააღმდეგე – 0

6. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი – დემურ გიორხელიძე (ფრაქცია “ახალი აფხაზეთი და ქრისტიან-დემოკრატები”)

მომხრე – 163
მოწინააღმდეგე – 0

7. ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი – ანზორ აბრალავა (ფრაქცია “XXI საუკუნე”)

მომხრე – 161
მოწინააღმდეგე – 0

8. სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი – ბესარიონ ლაგვილავა (ფრაქცია “აფხაზეთი”)

მომხრე – 169
მოწინააღმდეგე – 0

9. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი – ირაკლი ბათიაშვილი (ფრაქცია “ახალი მენარჯვენეები”)

მომხრე – 162
მოწინააღმდეგე – 4

10. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი – ნუგზარ ნავაძე (ფრაქცია “სოციალისტი”)

მომხრე – 162
მოწინააღმდეგე – 2


11. იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტი – გოჩა პაიჭაძე (ფრაქცია “აღორძინება”)

მომხრე – 169
მოწინააღმდეგე – 0

12. მთიანი რეგიონებისა და განსახლების კომიტეტი – ანზორ გოგიტიძე (ფაქცია “ერთიანი საქართველო”)

მომხრე – 171
მოწინააღმდეგე – 0

13. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – ზვიად მუკბანიანი (ფრაქცია “ალიანსი ერთიანი საქართველოსათვის”)

მომხრე – 154
მოწინააღმდეგე – 4

14. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი – როსტომ დოლიძე (ფრაქცია “ახალი აფხაზეთი და ქრისტიან-დემოკრატების” წარდგინებით)

მომხრე – 162
მოწინააღმდეგე – 0

15. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი – ზაზა სიორიძე (დამოუკიდებელი დეპუტატების წარდგინებით)

მომხრე – 167
მოწინააღმდეგე – 0

16. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – ზეზვა ღუღუნიშვილი (ფრაქცია “თანადგომა”)

მომხრე – 169
მოწინააღმდეგე – 0

17. პარლამენტის თავჯდომარის მოადგილეების არჩევა.

პარლამენტმა ხელის აწევით თანხმობა განაცხადა აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლების (1)როსტომ ჯაფარიძისა და (2)ვახტანგ ყოლბაიას ვიცე სპიკერის თანამდებობზე დატოვებაზე. ასევე, ხელის აწევით მხარი დაუჭირა (3)ვახტანგ რჩეულიშვილისა და (4)გიგი წერეთლის პარლამენტის თავჯდომარის მოადგილეების პოსტების შენარჩუნებას.

მეხუთე ვიცე-სპიკერმა ელდარ შენგელაიამ სიტყვით გამოსვლა მოითხოვა. მან საჯარო განცხადება გააკეთა მოქალაქეთა კავშირის დატოვებისა და ოპოზოციაში გადასვლის შესახებ. შენგელაიამ პარლამენტს განუცხადა, რომ ის ნებაყოფლობით არ გადადგება და მოუწოდა კენჭისყრით გამოეხატათ პოზიცია მის მიმართ.

მომხრე – 114
მოწინააღმდეგე – 24

კენჭისყრის შედეგებმა (5)ელდარ შენგელაიას თანამდებობა შეუნარჩუნა, რის გამოც ფრაქცია “თანადგომის” კანდიდატს ელგუჯა მეძმარიაშვილს შანსები აღარ დარჩა.

ფრაქცია “მრეწველების” კანდიდატმა ზურაბ ტყემელაძემ მოხსნა კანდიდატურა და განაცხადა, რომ ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება მათი ქვოტის ვაკანტურად შენარჩუნების თაობაზე.

მეექვსე ვიცე-სპიკერის პოსტი დაიკავა მაჯორიტარი დეპუტატების კანდიდატმა (6)მერაბ სამადაშვილმა.

მომხრე – 147
მოწინააღმდეგე – 2

18. კანონპროექტი არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტაბის თაობაზე”
განიხილეს სამივე მოსმენით.

მომხრე – 128
მოწინააღმდეგე – 0  (I მოსმენა)

მომხრე – 124
მოწინააღმდეგე – 5  (II მოსმენა)

მომხრე – 126
მოწინააღმდეგე – 5  (III მოსმენა)

19. კანონპროექტი “ნოტარიატი შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
კანონპროექტი წარადინა იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის თავჯდომარის მოადგილემ ზაქარია ქუცნაშვილმა.

განიხილეს გამარტივებული წესით.

მომხრე – 127
მოწინააღმდეგე – 0

20. კანონპროექტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

განიხილეს გამარტივებული წესით.

მომხრე – 129
მოწინააღმდეგე – 0

21. კანონპროექტი საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” /გამომდინარე “საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტიდან/

განიხილეს გამარტივებული წესით.

მომხრე – 124
მოწინააღმდეგე – 0

22. დადგენილების პროექტი “ადამიანებით, განსაკუთრებით ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სათანადო ღონისძიებათა გატარების შესახებ”

მომხრე – 131
მოწინააღმდეგე – 0

23. კანონპროექტი “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”

განიხილეს გამარტივებული წესით.

მომხრე – 132
მოწინააღმდეგე – 0

24. კანონპროექტი “მეფუტკრეობის შესახებ”

განიხილეს II და III მოსმენით.

მომხრე – 132
მოწინააღმდეგე – 0  (II მოსმენა)

მომხრე – 127
მოწინააღმდეგე – 0  (III მოსმენა)

25. “საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის 1997 წლის 15 მაისის დადებული სასესხო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” რატიფიცირება.

მომხრე – 126
მოწინააღმდეგე – 0

26. “ფინანსური ვალდებულებების გადაცემისა და გადავადების შესახებ თურქეთის ექსპორტ-კრედიტ ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის” ხელშეკრულების რატიფიცირება.

საკითხი წარადგინა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კობა გვენეტაძემ.

დეპუტატები ტრადიციულად შეეწინააღმდეგენ ხელშეკრულების რატიფიცირებას. მათი არგუმენტით, სახელმწიფომ არ უნდა გადაავადოს ის ვალები, რომლებიც კერძო ბიზნესმენებმა გახარჯეს.

ფინანსთა სამინისტრომ ახსნა, რომ თუ პარლამენტი სასწრაფოდ რატიფიცირებას არ გაუკეთებდა ხელსეკრულებას, მაშინ სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელი იქნებოდა 50 მილიონი თურქული მხარისათვის.

საბოლოოდ პარლამენტმა მიიღო დადგენილება, სადაც აღნიშნული საკითხის გამოძიების პირდაპირი მოთხოვნაა ჩადებული პროკურატურისადმი.

მომხრე – 119
მოწინააღმდეგე – 1

27. “თურქეთის ექსპორტ-კრედიტ ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ” ხელშეკრულების რატიფიცირება

მომხრე – 116
მოწინააღმდეგე – 1

28. “ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კონვენციის დამატებით ოქმთან მიერთება

საკითხი წარადგინა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად ჭუმბურიძემ.

მომხრე – 128
მოწინააღმდეგე – 0

29. კონვენცია “ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აკრძალვისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის ღონისძიებების შესახებ”

საკითხი წარადგინა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად ჭუმბურიძემ.

მომხრე – 128
მოწინააღმდეგე – 0

30. კანონპროექტი “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

კანონპროექტი წარადგინა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ გია შაიშმელაშვილმა.

განიხილეს გამარტივებული წესით.

მომხრე – 125
მოწინააღმდეგე – 0

31. კანონპროექტი “მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლიმებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

განიხილეს გამარტივებული წესით.
მომხრე – 124
მოწინააღმდეგე – 0

32. “საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის” განახლებული საგრანტო ხელშეკრულება “(ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი)

მომხრე – 129
მოწინააღმდეგე – 0

33. “რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFჭ) და საქართველოს ასევე სააქციო საზოგადოება” ელექტროგადაცემას შორის საკრედიტო და საპროექტო ხელშეკრულება

მომხრე – 125
მოწინააღმდეგე – 0

34. კანონპროექტი “ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

განიხილეს I მოსმენით.

მომხრე – 127
მოწინააღმდეგე – 0

35. კანონპროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” დამატების შეტანის შესახებ”/გამომდინარე “ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტიდან/

განიხილეს I მოსმენით.

მომხრე – 137
მოწინააღმდეგე – 0

 

მსგავსი/Related

Back to top button