
სახელმწიფო მინისტრი პარლამენტში 2001 წლის ბიუჯეტის თაობაზე მოხსენებით წარსდგა
(თბილისი, 15 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – 15 მაისს სახელმწიფო მინისტრყ ავთანდილ ჯორბენაძე პარლამენტის დეპუტატებს 2001 წლის ბიუჯეტის შესრულების თაობაზე ესაუბრა.
სახელმწიფო მინისტრმა აღიარა, რომ 2001 წლის ბიუჯეტის შევსება პრობლემატური იყო. თუმცა, მან იმედი გამოთქვა, რომ სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში მომავალი წლის ბიუჯეტის შესრულებაზე დადებითად იმოქმედებს.
მინისტრის მოხსენების შემდეგ “ტრადიციონალისტთა” ფრაქციის ლიდერმა უკმაყოფილება გამოთქვა, რადგან ჯორბენაძის მოხსენებამ პარლამენტარებს შორის შესაბამისი რეაქცია არ გამოიწვია.
ასათიანის თქმით, სახელმწიფო მინისტრის გამოსვლა ძალინ ზოგადი იყო, რის გამოც, ტრადიციონალისტტა ლიდერმა დეპუტატებს მოუცოდა, რომ 2001 წლის ბიუჯეტს ნეგატიური შეფასება მისცენ.
კენჭისყრა გასული წლის ბიუჯეტის შეფასებასთან დაკავშირებით დღეს საღამოს შედგება.