ახალი ამბები

არასამთავრობოები გრანტების კონტორლის შესახებ პრეზიდენტის ინიციატივას აპროტესტებენ

(თბილისი, 3 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – წამყვანმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს თავიანთი პროტესტი გამოხატეს პრეზიდენტის ინიცაიტივის მიმართ, რომელიც მესამე სექტორის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიღებულ გრანტებზე კონტროლის დაწესებას ითვალისწინებს.

“ეს არის მცდლობა ხელისუფლების მხრიდან აკონტროლოს სამოქალაქო საზოგადოების მოქმედებები და ჩაერიოს მათ საქმიანობაში. კონტროლის დაწესების შემთხვევაში მთავრობის წარმომადგენლები მოითხოვენ მეთვალყურეობა გაუწიონ არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაციათა ფინანსურ დოკუმენტაციას, არამედ მათ მოქმედებებსაც”, განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

1 მაისს პრეზიდენტმა შევარდნაძემ ფინანსთა მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს არასამთავრობო ორგანიზაციებზე გაცემულ გრანტებზე კონტროლის დაწესება მოსთხოვა.

ნოღაიდელი ამ ინიციატივის კატეგოირული წინააღმდეგი გამოვიდა და მას არადემოკრატიული ნაბიჯი უწოდა. მინისტრი 2 მაისს 2002 წლის ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო თანამდებობიდან დაითხოვეს, ხოლო ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს შეუერთეს.

მსგავსი/Related

Back to top button